1 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„გავაერთიანოთ პასუხისმგებლობა და უკეთესობისკენ შევცვალოთ საგზაო მოძრაობის კულტურა“ - დათა ქაჯაია „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიაში

 

„იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ - „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანიის მხარდამჭერი ავტომრბოლელი დათა ქაჯაია გახდა. ამბობს, რომ ბევრი რამ, რაც ქალაქში ხდება, მისთვის მიუღებელია და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა კამპანიაში ჩაბმა. მისი აზრით, გამოცდილების გაზიარებითა და დისკუსიის წამოწყებით შესაძლებელია საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესება.

ავტომრბოლელი ამბობს, რომ მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გადაჭარბებულისიჩქარით მოძრავი ავტომობილებია. ფიქრობს, რომ ამისთვის სპეციალური სივრცეები არსებობს და ავტოდრომზე დახარჯული ენერგია და განცდილი ადრენალინი კიდევ დიდხანს მიჰყვება, ქალაქში კი სიჩქარის ადგილი არ არის დადადგენილი ნორმების მიხედვით უნდა გადავადგილდეთ.

„ზოგადად, ქართველებს ყველგან ყოველთვის გვეჩქარება, მაგრამ არანაირი გამართლება არ აქვს, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება. ყოველთვის ჯობია, 5 და 10 წუთით დავაგვიანოთ, ვიდრე რისკის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე. 

სანამ პროფესიონალი მძღოლი გავხდებოდი, ბევრი რამ არ ვიცოდი. ავტოდრომზე რომ დავიწყე სიარული, მივხვდი, რა შეიძლება მოჰყვეს მოსახვევში სწრაფად შესვლას, გზაზე მოულოდნელად დამუხრუჭებას და ა.შ. ამიტომ ქალაქში ყოველთვის ნელა დავდივარ“.

 

წითელი ხაზი, რომელსაც დათა ქაჯაია არასოდეს გადაკვეთს, ავტომობილში ბავშვის უსაფრთხოების დაცვაა. ამბობს, რომ აუცილებელია მათთვის ცალკე სამგზავრო სავარძელი და წარმოუდგენელია, როდესაც ბავშვები კალთაში, ზოგჯერ კი საჭესთანუსხედან და ისე გადაადგილდებიან. 

ამბობს, რომ ამ ყველაფრის შესაცვლელად ცნობიერების ამაღლებაა საჭიროა, ეს ყველაფერი კი სწორედ „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ წამოწყებულიმსგავსი კამპანიების საშუალებით არის შესაძლებელი.

„ვფიქრობ, ყველა ადამიანმა უნდა გაითავისოს ის პასუხისმგებლობა, რაც საგზაო მოძრაობის კულტურას უკავშირდება. გარდა ამისა, საკუთარი წვლილი შეიტანოს მის შეცვლასა და გაუმჯობესებაში. ერთმა ადამიანმა რომ მეორეს გადასცეს თავისი მაგალითი, ეს უკვე წინსვლა იქნება და საბოლოოდ, ასე მივაღწევთ კონკრეტულ შედეგებს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ბევრ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა, გავერთიანდეთ, გავაერთიანოთ პასუხისმგებლობა და უკეთესობისკენ შევცვალოთ საგზაო მოძრაობის კულტურა“, - ამბობს დათა ქაჯაია. 

მისი აზრით, საგზაო მოძრაობის კულტურის შესახებსაუბარი, დისკუსია და ქმედითი ნაბიჯები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებისა და ამ შემთხვევებში დაღუპულთა რიცხვი არცთუ ისე მცირეა. 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...