1 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სტარტაპებისთვის ინტენსიური ვორქშოფი გაიმართა

საქართვლოს ბანკი, როგორც სტარტაპების ხელშემწყობი ბანკი განაგრძობს საინტერესო ღონისძებების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind Tbilisi, Catapult VC და US Market Access Center-ის მასპინძლობით გაიმართა ღონისძიება- ვენჩურული კაპიტალისთვის მზადება: გზა იდეიდან მაღალი ღირებულების კომპანიამდე.  მისი მიზანი იყო ხელი შეეწყო სტარტაპებისთვის, რომლებსაც სურთ, ისწავლონ როგორ გახდნენ მასშტაბირებადი და გაიგონ თუ რა სჭირდებათ წარმატებული ზრდისა და დაფინანსებითვის.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ უფრო ადრეული ეტაპის დამფუძნებლებიც, ვისაც სურთ წინასწარ მოემზადონ ამ გზისთვის. 

 

“სტარტაპისთვის ვენჩურული კაპიტალისგან დაფინანსების მიღება არ არის დასასრული, არამედ დასაწყისი ინტენსიური საქმიანობის. დაფინანსების თითოეულ ეტაპზე დამფუძნებლები ვალდებულებას იღებენ ინვესტორების წინაშე, რომ მიაღწევენ ღირებულების და წარმატების გარკვეულ დონეს. ამ ეტაპებში კარგად გამორკვევა და ინვესტორების თვალით დანახვა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს მიზნების თანხვედრა და ინვესტიციის დიდ ღირებულებად ქცევა“,- განაცხადა კოლინ დონოჰიუმ, Startup Grind Tbilisi-ს დირექტორმა.

 

ღონისძიებაზე ისაუბრა  სამმა, ტოპ ვენჩურული კაპიტალის ინვესტორმა სილიკონ ველიდან. ესენი არიან:

 

ჯონათან თაუერი– Catapult VC-ს, სილიკონ ველის ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურული  ფონდის მმართველი პარტნიორი. კატაპულტის პორტფოლიოდან 23 სტარტაპი მოგვიანებით გახდა მილიარდი ან მეტი დოლარის ღირებულის. ეს მოიცავს Jet.com  (IPO, $3B) და Dollar Shave club (IPO $1B).

 

ბილ რაიკერი-  Pegasus Tech Ventures-ის პარტნიორი. ბილი იყო Garage Technology  Ventures-ის დამფუძნებელი Guy Kawasaki-სთან ერთად, რომელიც მოგვიანებით შეისყიდა Pegasus Tech Ventures-მა. მან თავად დააფუძნა 4 ტექნოლოგიური სტარტაპი,  რომელთაგან ორმა დაიწყო აქციების საჯაროდ გაყიდვა. ახლა ის არის პარტნიორი Pegasus Tech Ventures-ში (64 ექსითი, 20 IPO).

 

მარვინ ლიაო – Diaspora Ventures-ის პარტნიორი. ის ასევე იყო 500 Startups-ის პარტნიორი 6 წლის განმავლობაში, სადაც მან შექმნა მათი წამყვანი სან ფრანცისკოს აქსელერატორი. მას ინვესტიცია გაკეთებული აქვს 400-ზე მეტ ადრეული ეტაპის სტარტაპებში.

 

ღონისძიებაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა:  ვენჩურული ანბანის ცოდნა (პანელი და დისკუსია) - რა უნდა აჩვენონ სტარტაპებმა ვენჩურული კაპიტალის მოძიების სხვადასხვა ეტაპზე; სტარტაპიდან მასშტაბირებამდე Bill Reichert-თან ერთად - რა უნდა გააკეთოს სტარტაპმა იმისთვის რომ შეძლოს მასშტაბირება. ასევე, დასაწყისიდანვე დასასრულის ცოდნა - სხვადასხვა ექსითის სტრატეგიები, რას ეძებენ სტარტაპის მყიდველები და რატომ ან რატომ არ გავაკეთოთ აქცენტი პირველად საჯარო შეთავაზებაზე (IPO).

 

ღონისძიება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...