1 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი ბიზნესებს ბუღალტერიის გაციფრულების პროექტს სთავაზობს

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გასაძლიერებლად ახალ პროექტს იწყებს. იმისთვის რომ ფინანსური ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო სწრაფი და მარტივი გახდეს ბიზნესებისთვის, ბანკი მათ აძლევს შესაძლებლობას, სწრაფად და მინიმალური დანახარჯებით გააციფრულონ და მოაწესრიგონ საბუღალტრო აღრიცხვის პროცესი.  რაც მათ მისცემს  მეტ შესაძლებლობას, ნაკლებ დროში, მარტივად დაიმტკიცონ ახალი ლიმიტი, დანარჩენი დრო კი საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმარონ.

 

სწორედ ამ მიზნით საქრათველოს ბანკმა ბიზნესებისთვის შეიმუშავა ბუღალტერიის  განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავს 3 მიმართულებას − ბუღალტერიის გაციფრულებას, სრულ ბუღალტრულ სერვისსა და ფინანსური ინფორმაციის სწრაფ მიმოცვლას. პროექტი USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ბიზნესს შეუძლია მისი საჭიროებებიდან გამომდინარე ამ მიმართულებებიდან აირჩიოს  ერთი ან რამდენიმე და ისარგებლოს მის ბიზნესზე მორგებული უპირატესობებით. კერძოდ:  ბიზნესებს, რომლებსაც არ აქვთ გაციფრულებული ბუღალტრული ოპერაციები, შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი პარტნიორი კომპანიების საბუღალტრო პროგრამებით როგორიცაა: Balance და OneSoft.

 

მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს, ვისაც სურს  საბუღალტრული ოპერაციების გამარტივება, საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანიები Nexia TA, Grant Thornton, AGIC, Ants,  MOORE abc დაეხმარებიან. კერძოდ, ისინი ბიზნესებს სპეციალური, 20%-იდან 50% მდე ფასდაკლებით მოემსახურებიან.

 

ასევე, დაფინანსებაზე მეტი ხელმისაწვდომობისთვის ბიზნესებს ვთავაზობთ API სერვისს, რაც ინფორმაციის სწრაფად მიმოცვლას ღილაკზე  ერთი თითის  დაჭერით უზრუნველყოფს.

 

უფრო კონკრეტულად, ბუღალტერიის განვითარების პროგრამა ბიზნესს შემდეგ ბენეფიტებს სთავაზობს:

 

·         სესხის მოთხოვნის სწრაფად დამუშავება,

·         ლიმიტების წინასწარ დამტკიცება და მათი მარტივი მართვა;

·         კომპანიაზე მორგებული პროდუქტის შეთავაზება

 

„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდაჭერაზე ორიენტირებული ბანკი, ცდილობს მუდმივად იკვლიოს ბიზნესის საჭიროებები. სწორედ ასეთი კვლევის შედეგად დავინახეთ, რომ ჩვენი პარტნიორი ბიზნესებისთვის პრობლემას წარმოადგენდა მოუწესრიგებელი საბუღალტრო ანგარიშგება. ეს მათთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლება იყო ფინანსური რესურსების მოძიების პროცესში. მოუწესრიგებელი დოკუმენტაცია არასწორ წარმოდგენას ქმნის კომპანიის შესაძლებლობებზე და ზღუდავს ფინანსურ ხელმისავწდომობას. სწორედ იმიტომ, რომ კომპანიებს ეს პროცესი მაქსიმალურად გავუმარტივოთ და შევუქმნათ ახალი შესაძლებლობები, მათ ვთავაზობთ ჩვენს პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერას, რაც გულისხმობს საბუღალტრო რეპორტინგის მოწესრიგებასა და პროცესის მაქსიმალურ გაციფრულებას. გარდა ამისა, ჩვენ შევქმენით სპეციალური API სერვისი, რაც ბანკსა და კომპანიას შორის ინფორმაციის მარტივ მიმოცვლასა და პროცესის გაციფრულებას ისახავს მიზნად. გვჯერა რომ რაც უფრო მეტად მოვუსმენთ ჩვენს მომხმარებელს, მით მეტად შევძლებთ მათი ინტერესების დაკმაყოფილებას. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...