2 1 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ავერსი-ფარმას“ და „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის“ ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისში

 „ავერსი-ფარმას“ და  „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის“  ტრადიციად ქცეული საქველმოქმედო აქციების სერია გრძელდება.

29 აპრილს "აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის“ ექიმებისა და "ავერსი ფარმას” ორგანიზებით  უფასო გამოკვლევა-გასინჯვა მცხეთის მუნიციპალიტეტის   სოფელ ნიჩბისში ჩატარდა.

"აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის“ ექიმებმა სოფელ ნიჩბისის  მოსახლეობას გაუწიეს თერაპიული, ქირურგიული, პედიატრიული,  კარდიოლოგიური,  გინეკოლოგიური, ტრავმატოლოგიური, ინფექციური და ნევროლოგიური კონსულტაციები, ასევე აქციაზე მოსულ მოსახლეობას ჩაუტარდათ ექოსკოპიური, კარდიოგრაფიული და ლაბორატორიული გამოკვლევები.

„ავერსი-ფარმამ“ აქციის ყველა მონაწილეს, ტრადიციისამებრ, უფასოდ გადასცა პირველადი დახმარების 12 დასახელების მედიკამენტი.

„ავერსი“ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, განსაკუთრებით კი მათზე, ვისთვისაც მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება მიუწვდომელია. ამ ტიპის აქციები „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის“ მიერ,  გარდა სოფელ ნიჩბისისა, გაიმართა ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და კახეთის რეგიონის სოფლებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...