0 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ზეიმი ბათუმში - დინამო ბათუმმა საჩემპიონო ფარი ჩაიბარა

 

2021 წლის 3 დეკემბერი - ეს თარიღი დინამო ბათუმის ისტორიაში სამუდამოდ, ოქროს ასოებით ჩაეწერა, რადგან კლუბმა საქართველოს ჩემპიონის ფარი პირველად ჩაიბარა და ეს ყველაფერი საკუთარი, ერთგული გულშემატკივრის თვალწინ მოხდა.

გია გეგუჩაძის გუნდმა ჩემპიონობა ჯერ კიდევ წინა ტურში გაიფორმა, ამჯერად კი ნანატრი ზეიმის დრო დადგა, რადგან აჭარული გუნდი საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.

არჩილ ბერიძე (დინამო ბათუმის პრეზიდენტი)

“უბედნიერესი ადამიანი ვარ - დინამო ბათუმის ჩემპიონობა ჩემი ოცნება და ამ ქალაქის დიდი ხნის მიზანი იყო. ყველას, ვისაც ჩვენი გაჩემპიონება გაუხარდა, მივულოცავ ამ გამარჯვებას და დაე, ეს დაწერილი ისტორია მომავალი ისტორიის საწინდარი იყოს.

4 დეკემბერს, ბათუმში გრანდიოზული საზეიმო აღნიშვნა გვექნება. გპირდებით, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს თარიღი დაუვიწყარი დღე გახდება, თამაშის შემდეგ გვექნება ლაზერშოუ, დიდი კონცერტი, გულშემატკივრებს დასამახსოვრებელ საღამოს ვპირდებით.



ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ"ევროპაბეთი"ამ წარმატების მონაწილე თანაბრადაა. ამ კომპანიამ დინამო ბათუმის გაჩემპიონებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ამას არ დავივიწყებ და მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება მადლობელი ვიქნები! აქამდეც მითქვამს, რომ "ევროპაბეთმა" და "პოპსპორტმა" ამ გუნდის ისტორიის დაწერაში უდიდესი როლი შეასრულეს.  "ევროპაბეთმა"  აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ვაქციოთ იდეა წარმატებად."

დინამო ბათუმმა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მეორე ტიტული მოიპოვა - 1998 წელს თასზე გამარჯვებას, 2021 წელს ჩემპიონატის ოქროს მედლები დაუმატა. ტრიუმფალურ სეზონში ბათუმელებმა ბოლო წლების მთავარ მეტოქე დინამო თბილისს  4-დან 3 მატჩი მოუგეს.

ისტორიულ ჩემპიონობაში ბათუმელ გულშემატკივრებს, "შავიზღვისპირატებს"უდიდესი წვლილი მიუძღვით, რაც კარგად ჩანს სატურნირო ცხრილიდან: დინამო ბათუმმა საკუთარ მოედანზე დინამო თბილისზე 5 ქულით მეტი მოიპოვა და სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი საჩემპიონო ბრძოლაში.  ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ჩემპიონობა აქამდე 9 გუნდს ჰქონდა მოპოვებული, დინამო ბათუმი კი საქართველოს მე-10 ჩემპიონია.

ევროპაბეთი დინამო ბათუმს ჩემპიონობას ულოცავს

“ერთად ვწერთ ისტორიას” - დინამო ბათუმის და მისი გენერალური სპონსორის, კომპანია “ევროპაბეთის” თანამშრომლობა 2019 წლის ზაფხულში სწორედ ამ იდეით დაიწყო. დღეს, თანამშრომლობის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ, მთავარი მიზანი მიღწეულია: ისტორია დაწერილია - დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონი გახდა.

https://www.youtube.com/watch?v=UkJq8bnom5k

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...