თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...
თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...
|
27 მაისი, 2021- საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. უკვე დღეიდან, ევექსის კლინიკებში საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით სარგებლობა მომხმარებელს დამატებითი საკომისიოს გარეშე შეუძლია.
პროდუქტით სარგებლობისას შესაძლებელია სამედიცინო სერვისებზე დანახარჯი დროში გადანაწილდეს და მომხმარებელმა სასურველი სამედიცინი მომსახურებით მარტივად ისარგებლოს.
მომხმარებელი სასურველ მომსახურებაზე განვადების დამტკიცებას ევექსისკლინიკებში, 15 წუთში შეძლებს. განვადება გავრცელდება 200 ლარის ზემოთ ღირებულების ნებისმიერ ამბულატორიულ სერვისზე. მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, თანხა 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდზე გადაანაწილოს. განვადება ვრცელდება ევექსი კლინიკების ქსელში სპეციალისტების კონსულტაციაზე, ლაბორატორიულ გამოკვლევებზე, ექოსკოპიურ და რენტგენოლოგიურ გამოკვლევებზე, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე და 800-მდესხვა დასახელების ამბულატორიულ სამედიცინო სერვისზე.
განვადებაზე განაცხადის შევსებას შეძლებს როგორც საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ასევე ამ პროდუქტით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანი.
განვადებასთან ერთად ევექსი კლინიკები პროექტის - HEALTHY CLUB-ის ფარგლებში საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამა PLUS- ში ჩართულ მომხმარებლებს და SOLO-ებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზება უნიკალურია და ჯანსაღი ცხოვრების წესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პროდუქტებზე 50%-მდე ფასდაკლებებს გულისხმობს. HEALTHY CLUB შეიქმნა განსაკუთრებული შინაარსით. ის აერთიანებს იმ მიმართულებებზე ფასდაკლებებს, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჯანმრთელობას უკავშირდება.
HEALTHY CLUB გულისხმობს 50%-მდე ფასდაკლებას სრულიად ულიმიტოდ და შეუზღუდავად 800-მდე დასახელების ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სერვისზე, ექოსკოპიასა და კონსულტაციაზე; სპეციალური ჯანმრთელობის სრული შემოწმების Check-up პროდუქტებზე, რომლებიც პროექტის ფარგლებში სამედიცინო გუნდის მიერ შეიქმნა; მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებზე; სტომატოლოგიური სერვისების სრულ სპექტრზე, მათ შორის, ესთეტიკის სერვისებზე.
HEALTHY CLUB ასევე გულისხმობს ფასდაკლებებს ჯანსაღი ცხოვრების მხარდამჭერ პარტნიორ დაწესებულებებში, როგორიცაა: ვარჯიშის, სილამაზის, ესთეტიკის, ფსიქოლოგიის, დასვენებისა და სხვა სერვისები.
HEALTHY CLUB-ის ფასდაკლებების პირობები ვრცელდება როგორც დაზღვეულ, ისე დაუზღვეველ პირებზე ულიმიტოდ, დაზღვევით დაუფარავ ან დაუფინანსებელ სერვისებზე. ფასდაკლების მიღება შესაძლებელია ექიმთან წინასწარი ვიზიტის და მიმართვის ფორმების წარდგენის გარეშე. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, კონკრეტული სამედიცინო სერვისის ყიდვის დროს ფასდაკლება ავტომატურად გაიაქტიუროს.
დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:https://bit.ly/3oVy95l
თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...
ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...
ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....
ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...
Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...
ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
კომენტარები