1 1 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კონცეპტისა და Visa-ს ერთობლივი პროექტი - „დილის კონცეპტი“ გრძელდება

თიბისი კონცეპტისა და Visa-ს ერთობლივის პროექტი - „დილის კონცეპტი“ გრძელდება. შეხვედრების სერიის მეორე ნაწილში ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს საშუალება გაქვთ თქვენი დღე სხვადასხვა სფეროს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრით დაიწყოთ. 

ახალმა რეალობამ დღის რუტინა ერთფეროვანი გახდა. ამიტომ, თიბისი კონცეპტის გუნდმა გადაწყვიტა, დილის განსხვავებული კონცეფცია შეექმნა. ენერგიული, შთაგონებითა და დადებითი ემოციებით დატვირთული დილა, მთელ დღეს განსაზღვრავს. ახალი წამოწყება დაგეხმარებათ საინტერესოდ დაიწყოთ დღე, აღმოაჩინოთ ახალი ინტერესის სფერო თუ ადამიანები. 

თემები და სპიკერები თანამედროვე ადამიანების საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე შეირჩა. 

მომდევნო შეხვედრების მასპინძელი და მოდერატორი საერთო სამუშაო სივრცის - Impact Hub Tbilisi და ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალის - ZEG - Tbilisi Storytelling Festival თანადამფუძნებელი - ქეთი ებანოიძე იქნება. 

პროექტის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მომხმარებლები Glovo-ს მიტანის სერვისზე სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ - 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველდღე, დილის 08:00-დან დღის 12:00-მდე, Glovo-ს პარტნიორი  ნებისმიერი სუპერმარკეტიდან ან კვების ობიექტიდან შეკვეთისას და თიბისი კონცეპტის (Status) Visa Platinum, Visa Gold ან Visa Infinite  ბარათით გადახდისას, ყოველ დახარჯულ 20 ლარზე, 5 ლარს Glovo-ს ანგარიშზე დაიბრუნებენ. 

პროექტის შესახებ სრული ინფორმაციისა და შეხვედრებზე დასასწრები ბმულის სანახავად ეწვიეთ ბმულს - https://fb.me/e/25mqeGyrJ

 

შემდეგი 3 სესიის თემები და განრიგი ასეთია: 

·       17 დეკემბერი - 9:30-10:30

ოთო ბერიშვილი - აჭარა ჯგუფი | Collective Development CEO

ადაპტაცია და ინოვაცია ბიზნესსექტორში

 

·       18 დეკემბერი - 9:30-10:30

ქეთო გიორგობიანი - „კაშკაში“, თავის მოვლის ორგანული ბრენდის თანადამფუძნებელი

ბიზნესწამოწყება პანდემიის დროს

 

·       22 დეკემბერი - 09:30-10:30

ნანა დიხამინჯია - კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის პროფესორი

განათლება ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის ჭრილში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...