1 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ვალუტის კონვერტაცია ბანკომატში - ლიბერთის Cash-In ბანკომატებში სიახლე დაინერგა

Cash-In ბანკომატი ლიბერთის მომხმარებელს აძლევს საშუალებას ისარგებლოს არამხოლოდ ბანკომატის სტანდარტული ფუნქციონალით, არამედ ნებისმიერ დროს შეიტანოს თანხა ანგარიშზე, ან ნებისმიერ დროს 24/7 განახორციელოს ვალუტის კონვერტაციის ოპერაცია.

Cash-In ბანკომატის საშუალებით, ლიბერთის ბარათის მფლობელებს უკვე 30 000 ლარამდე (ექვივალენტი ვალუტაში) თანხის კონვერტაცია შეუძლიათ. რაც იმას ნიშნავს, რომ შემცირდება ბანკში ვიზიტის, ან ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში ვიზიტის საჭიროება და ნებისმიერ დროს, მომხმარებელი შეძლებს კონკურენტული სპეც.კურსით, თავად დააკონვერტიროს სასურველი ოდენობის თანხა.

ვალუტის კონვერტაცია ბანკომატის საშუალებით ძალიან მარტივია - ბარათით ავტორიზაციის შემდეგ, საკმარისია მენიუდან შესაბამისი ღილაკის არჩევა და ბანკომატში სასურველი კუპიურის მოთავსება. ბანკომატში ერთდროულად დიდი რაოდენობის - 300 კუპიურის მოთავსებაც არის შესაძლებელი. Cash-In ბანკომატი თავად ახორციელებს თანხის გადათვლის ოპერაციას და გამჭვირვალედ სთავაზობს მომხმარებელს ვალუტის კონვერტაციის სპეციალურ, მომგებიან კურსსაც.

დაკონვერტირებული თანხის ანგარიშზე შეტანა, ან  მყისიერად გამოტანა სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი. სერვისით სარგებლობა უფასოა.

Cash-In ბანკომატის ფუნციონალი მრავალფეროვანია: ამ ეტაპზე შესაძლებელია თანხის შეტანა როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების ანგარიშზე თანაბარი - 30 000 ლარიანი ლიმიტით. თანხის განაღდება შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე Apple Pay-ის გამოყენებით.

„პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა თვითმომსახურების ალტერნატიული არხების განვითარება, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ბანკში ვიზიტის საჭიროების შემცირებას. სწორედ ამიტომ, ლიბერთი, მომხმარებელზე ზრუნვის მიზნით, ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპებით გადის. Cash-In ბანკომატში დანერგილი სიახლე ჩვენი მომხმარებლისთვის კიდევ ერთ შესაძლებლობას ქმნის, რომ თავიდან ავარიდოთ ხალმხრავალ ადგილებში სიარულს. მომგებიანი სპეც.კურსი კონკურენციას უწევს როგორც კომერციული ბანკების, ასევე ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების კურსს. საბარათე ანგარიშზე შეტანილი თანხის მართვა კი მარტივად, ინტერნეტ ან მობაილ ბანკის საშუალებით არის შესაძლებელი.“ - გიორგი მაკარიძე, საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი.

ამჟამად მომხმარებლისთვის 30-მდე Cash-in/Cash-Out ბანკომატია ხელმისაწვდომი - იხილეთ Cash-In ბანკომატების რუკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...