1 1 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია RSM-ის პასუხი კომუნიკაციების კომისიის საჯარო განცხადებაზე.

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია RSM-ის  პასუხი კომუნიკაციების კომისიას, 2020 წლის 16 ოქტომბრის საჯარო განცხადებაზე საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო წესით დაშვების რეგულირებასთან დაკავშირებით

 

მაგთიკომის განცხადება:

კომუნიკაციების კომისიამ სრული იგნორირება გაუკეთა მაგთიკომის მიერ წარდგენილ მსოფლიოში 10 საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიებიდან ექვსის (აქედან ორი “დიდი ოთხეულის” ე.წ. „Big 4“-ის წევრია) მიერ მომზადებულ დასკვნას საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო წესით დაშვების რეგულირებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მათი ექსპერტების აუდიტორულ კვლევას/ანალიზს/დასკვნას, რომ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვება საქართველოსთვის ნეგატიურ შედეგებს გამოიღებს.

მაგთიკომი ვარაუდობდა, რომ კომისია სათანადოდ შეისწავლიდა ხსენებულ დოკუმენტებს და განახორციელებდა ისეთ ქმედებებს,  რაც რისკის ქვეშ არ დააყენებდა სახელმწიფო უსაფრთხოებას და ზიანის მომტანი არ იქნებოდა როგორც ქვეყნის, ასევე მობილური სატელეკომუნიკაციო დარგის შემდგომი განვითარებისათვის.

ვინაიდან, კომისიამ საჯარო სივრცეში გადაიტანა ამ თემის განხილვა, ისიც არაეთიკური და არაკვალიფიციური განცხადებების ტირაჟირებით, იძულებული ვართ საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია. ამჯერად, (Deloitte-ის; BDO-ს; Kalba International, Inc.-ის; და KPMG-ის პასუხების შემდეგ) წარმოგიდგენთ აუდიტორული კომპანია RSM-ის პასუხს კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 16 ოქტომბრის განცხადებაზე, რომელიც, კიდევ ერთხელ, ნათლად და ცალსახად ადასტურებს კომუნიკაციების კომისიის პოზიციის არამართებულობას.

 

RSM-ის  პასუხი კომისიას:

 

2020 წლის ოქტომბერში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ („კომისია“) გამოსცა დოკუმენტი სახელწოდებით „შპს „მაგთიკომის“ საკონსულტაციო კომპანიების მიერ მომზადებულ “პოლიტიკის ანგარიშზე” და ექსპერტის დასკვნაზე“ („კომისიის დოკუმენტი“). წინამდებარე დოკუმენტი არის „კომისიის დოკუმენტზე“ ჩვენი პასუხი.

„კომისიის დოკუმენტი“ არის პასუხი კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის № გ-20-9/156 გადაწყვეტილების ექსპერტიზის მიზნით შპს „მაგთიკომის“ მიერ დაქირავებული ექვსი წამყვანი აუდიტორული/საკონსულტაციო კომპანიის მიერ მომზადებულ დასკვნაზე. ჩვენ ამ ექვსი საკონსულტაციო კომპანიიდან ერთ-ერთი ვიყავით.  

ჩვენი პროფესიონალური შეფასებით, კომისიის დოკუმენტში მოცემული მონაცემების, არგუმენტებისა და დასკვნების ნაწილის სიზუსტე საეჭვოა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ „კომისიის დოკუმენტი“ შესაძლოა სადაოდ იყოს მიჩნეული სათანადო ფაქტების შერჩევის, აგრეთვე სწორი, სამართლიანი და ობიექტური დასკვნების გაკეთების თვალსაზრისით.

„კომისიის დოკუმენტში“ უგულებელყოფილია ჩვენს დასკვნაში შეტანილი ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაგალითად, აბონენტთა გადინების კოეფიციენტები, სხვა ქსელზე გადასვლის ბარიერები, და  მობილური ქსელის ოპერატორის გაკოტრების ან/და მობილური ქსელის ოპერატორების შერწყმის რისკი.

გარდა ამისა, ჩანს, რომ „კომისიის დოკუმენტში“ MVNO ოპერატორების დაშვების შესახებ დასკვნა გაკეთებულია საქართველოს მობილური ბაზრის სპეციფიკისა და გარემოებების, მაგალითად, საქართველოში მობილური მომსახურების მიმდინარე ფასების, მხედველობაში მიღების გარეშე. 

 

RSM-ის სრული პასუხი ქართულ ენაზე - https://www.magticom.ge/files/rsm-ka.pdf

RSM -ის სრული პასუხი ინგლისურ ენაზე - https://www.magticom.ge/files/rsm-en.pdf

სტატია მაგთიკომის ვებ გვერდზე - https://www.magticom.ge/ka/rsm

სტატია მაგთიკომის Facebook გვერდზე - https://www.facebook.com/Magti/photos/a.256287627715315/3788160121194697/?type=3&theater

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...