1 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთი და საქართველოს წითელი ჯვარი ხანდაზმულების დასახმარებლად

ლიბერთი ბანკმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ახალი პროექტი  დაიწყეს. ერთობლივი სოციალური პროექტის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური დონაციის ნომრის - 16 222 მეშვეობით, საქველმოქმედო აქციაში მარტივად ჩართვის საშუალება ეძლევათ. მობილიზებული ფულადი სახსრებით შეძენილ სასურსათო ამანათებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები 70 წელს გადაცილებული, მარტოხელა ხანდაზმულები მიიღებენ. დონაციის ნომერზე 1 ზარის ღირებულება - 1 ლარია.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მონაცემებით, მსგავსი სახის დახმარებით 50 ათასზე მეტმა ასაკოვანმა მარტოხელა მოხუცმა უკვე ისარგებლა. Covid-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში დაწყებული საქველმოქმედო აქტივობა გრძელდება პანდემიის რისკების შემცირების მიმართულებით, რომლის დახმარებით არაერთ ხანდაზმულს გადაეცემა სურსათი და პირადი ჰიგიენის აუცილებელი საშუალებები.

ამას გარდა, ლიბერთის და საქართველოს წითელი ჯვარი აგრძელებენ თანამშრომლობას პანდემიის რისკების შემცირების მიმართულებით და წითელი ჯვრის მოხალისეები, მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობას იღებენ ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით, რიგების მოწესრიგების და დისტანციის დაცვის მნიშვნელოვან საქმეში.

„ლიბერთი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში, აგრძელებს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით აუცილებელი ღონისძიებების გატარებას და გულით ზრუნავს თავის ასაკოვან მომხმარებელზე. ჩვენთვის პრიორიტეტია მინიმუმამდე დავიყვანოთ მათი ბანკში ვიზიტის საჭიროება და აუცილებლობის შემთხვევაში, ბანკში ვიზიტისას, შევქმნათ უსაფრთხო გარემო.  მოხარული ვართ, რომ  საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეები მხარში უდგანან ლიბერთის თანამშრომლებს და ერთობლივად ვზრუნავთ ხანდაზმული მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ სრულად ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ  წითელი ჯვრის საქველმოქმედო ინიციატივას, რომელიც მარტოხელა ხანდაზმულების მხარდაჭერას ითვალისწინებს და ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს ჩაერთოს და თუნდაც მცირედით, მონაწილეობა მიიღოს მათი ცხოვრების გაუმჯობესებაში.“ - განაცხადა ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ.

R

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...