1 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“ ბარმენთა ასოციაციას დაეხმარა

 

კომპანიამ უმუშევრად დარჩენილ ბარმენებს სასურსათო ვაუჩერები გადასცა 

„ეფეს საქართველო“, COVID-19-ის პანდემიის მძიმე ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, უმუშევრად დარჩენილ ბარმენებს დაეხმარა. კომპანიამ მხარი დაუჭირა პარტნიორ ორგანიზაცია „საქართველოს ბარმენთა ასოციაციას“ და მასთან თანამშრომლობით, უმუშევრად დარჩენილ 500-მდე წევრს  სასურსათო ვაუჩერი გადასცა.  

ამ ეტაპზე, მთლიანობაში, „ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“, საკუთარი CSR-პროგრამის ფარგლებში, ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისთვის, 200 თასი ლარზე მეტი დახარჯა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ეფეს საქართველო“ STOPCOV ფონდს ფულადი სახსრებითაც დაეხმარა და ფონდში 50 ათასი ლარი გადარიცხა, ორი თვის მარაგი  სადეზინფექციო ხსნარი მიაწოდა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს. ამასთან, სახელმწიფოს, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, 40,000 ლარამდე ღირებულების სწრაფი ტესტები (SARS-CoV-2) გადასცა. გარდა ამისა, „ფონდი ნატახტარის“ ბენეფიციარებს (მზრუნველობამოკლებულ ახალგაზრდებს) ინდივიდუალური მოთხოვნილებების შესაბამისად უდგას გვერდში და უზრუნველყოფს: ფსიქოლოგის ონლაინ კონსულტაციებს, ბინის ქირის გადასახადს, აუცილებელ მედიკამენტებს,  დისტანციურად განათლების მისაღებად აუცილებელ რესურსებს. ასევე, დამატებით ფულად დახმარებას უწევს ფონდის იმ ბენეფიციარებს, ვინც სამსახური დაკარგა. გარდა ამისა,  ბენეფიციარებს მუდმივად აწვდის სანდო ინფორმაციას ვირუსის პრევენციული ზომების შესახებ.  „ეფეს საქართველომ“ ასევე განსაზღვრა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები და გადაწყვიტა მათი გახალისება, რისთვისაც  სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფონდების მეშვეობით, მათ ნატახტარის ლიმონათი გაუგზავნა. კომპანიის  აქციის ფარგლებში, 70+ ასაკის ადამიანებმა, სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა, “ცხელი ხაზი 144“-ის ცენტრის თანამშრომლებმა, კარანტინში მყოფმა ადამიანებმა და ჩვენმა საამაყო ექიმებმა საჩუქრად მიიღეს მათი საყვარელი ლიმონათი. 

R

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...