0 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რიჩარდ იუ : „ჩვენი მაჩვენებლის გაუმჯობესება Fortune 500-ის სიაში, 2019 წლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა“

კომპანია HUAWEI აგრძელებს წარმატების მრავალწლიან ისტორიას და Fortune 500-ის სიაში წლევანდელი შედეგი შარშანდელ მონაცემთან შედარებით, 11 ქულით,  ხოლო 2017 წელთან -  68 ქულით გააუმჯობესა და დაწინაურდა.

 

Fortune 500-ის სიაში კომპანიები ადგილებს შემოსავლებისა და მოგების მიხედვით იკავებენ. ამასთან, ყურადღება კომპანიის ზრდის მაჩვენებლებსაც ექცევა. ცნობილი კომპანიებისთვის Fortune 500-ის შეფასებები მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომელსაც  საკუთარი ზომის, სიძლიერის და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის შესაფასებლად და  გლობალური ეკონომიკის პარამეტრად იყენებენ.

 

HUAWEI-მ დამსახურებულად მოიპოვა ადგილი Fortune 500- ის სიაში, რადგან წლიდან წლამდე მისი შემოსავალი 22%-ით, ხოლო მოგება 27,5%-ით იზრდება. თუმცა, HUAWEI -ს მიზნები სცდება მომგებიანობას და ის სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრების გაუმჯობესებაზეც ზრუნავს.

 

„ჩვენი მაჩვენებლის  გაუმჯობესება Fortune 500-ის სიაში, მნიშვნელოვანი წარმატებაა“ -  განაცხადა HUAWEI -ის მომხმარებელთა ბიზნეს ჯგუფის  აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩარდ იუ-მ.  „ჩვენ ორიენტირებულები ვართ, რომ  მომხმარებელს უახლესი და  ინოვაციური ტექნოლოგიები შევთავაზოთ, გავაუმჯობესოთ შედეგები და მივაღწიოთ წარმატებას“ - აღნიშნა მან.

 

წელს HUAWEI-მ BrandZ-ის ყოველწლიურ ყველაზე ძვირადღირებული გლობალური ბრენდების ტოპ 100-ეულში 47-ე ადგილი დაიკავა.  აღნიშნული  შედეგის მიღწევა კომპანიამ თავისი ინოვაციების საშუალებით შეძლო, როგორიცაა HUAWEI P30-ის უახლესი კამერის სისტემა და ასევე ის  უპრეცედენტო ტექნოლოგიური ინოვაციები, რომლებიც HUAWEI Mate X-ისა და Mate 20 X-ის (5G) მოდელებში გვხვდება.

 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები