1 3 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით თბილისის საერთაშორისო არქიტექტურის ბიენალე გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით თბილისის პირველი საერთაშორისო არქიტექტურის ბიენალე გაიხსნა. ბიენალეს მთავარი თემაა - „მხოლოდ შენობები არ კმარა“ და ის საცხოვრებელი უბნების არაფორმალური ურბანული და სოციალური სივრცეების შესწავლას ეხება.

ბიენალეს მიზანია პოსტ-საბჭოური ტრანსფორმაციის ეპოქა გაიზაროს  და გამოიკვლიოს,თუ როგორ მიმდინარეობს ამ ცვლილებების ასახვა ურბანულ გარემოზე, მათ მომხმარებლებზე და როგორ მონაწილეობს საზოგადოება ამ პროცესებში.  პროექტი მსოფლიოში წამყვან არქიტექტორებს, მეცნიერებს, ხელოვანებსა და მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. 

ბიენალე მოიცავს როგორც შიდა, ასევე ღია სივრცეშიდაგეგმილ აქტივობებს: გამოფენებს, სიმპოზიუმს, საჯარო ლექციებს, ტურებს გლდანშიგიდის თანხლებით, ფილმების ჩვენებებს, პერფორმანსებს, ურბანულ და არქიტექტურულ ინსტალაციებს. პროექტის ფარგლებში შეიქმნება საჯარო ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც გლდანის ღია სივრცის ნაწილი გახდება.  გლდანის რაიონი საბჭოთა იდეოლოგიის უტოპიური ხედვის თანამედროვე საცხოვრებელი სტანდარტების ლოგიკასთან ადაპტირების მაგალითია, სწორედ ამიტომ ბიენალეს ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიების ლოკაცია გლდანის მიკრორაიონია. 

1988 წლის ნოემბერში თბილისმა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველ და ერთადერთ ბიენალეს უმასპინძლა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, წლევანდელი ბიენალე მსგავსი ტიპის პირველი ღონისძიება იქნება, რომელიც 2017 წელს თინათინ გურგენიძემ, ნათია კალანდარიშვილმა, ოთარ ნემსაძემ და გიგი შუკაკიძემ დააარსეს.  თბილისის არქიტექტურის ბიენალე 3 ნოემბრამდე გაგრძელდება და მის ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.  ბიენალეს დეტალური პროგრამა იხილეთ ვებ-გვერდზე: www.biennial.ge   

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...