1 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბანკის მხარდაჭერით ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea გაიმართება

2018 წლის 20-22 სექტემბერს Check In Georgia-ს ფარგლებში და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea გაიმართება. სამი დღის განმავლობაში ბათუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სარეკლამო ინდუსტრიაში მომუშავე წარმატებული ადამიანები მოიყრიან თავს.


Ad Black Sea ფესტივალის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ საერთაშორისო დონის სემინარებს, მიიღონ უახლესი ინფორმაცია რეკლამის ინდუსტრიაში არსებული ტრენდების და ტენდენციების შესახებ. წელსაც დამსწრე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას მსოფლიოში წამყვანი სპიკერები გაუზიარებენ. მათ შორის იქნებიან:


John Pallant - Creative Director, Brouhaha, UK;


Luna Maurer - Creative Director, MONIKER, Netherlands;


Iñaki Martí Mata - Executive Creative Director, Service Plan, Spain;


Dan Williams - Creative Director, The Mill’s London studio, UK.


ამერიკული სააგენტოს Sagmeister & Walsh-ის თანადამფუძნებელი, გრაფიკული დიზაინერი, არტ დირექტორი და ილუსტრატორი - Jessica Walsh-ი, რომელიც არაერთი ჯილდოს მფლობელია.

გარდა ამისა, ფესტივალზე წარდგენილი იქნება 700-ზე მეტი ნამუშევარი, რომლებიც 10 კატეგორიაში გადანაწილდება. Ad Black Sea-ს დამფუძნებლებმა სპეციალურად ჟიურის 15 კაციანი შემადგენლობა მოიწვია. 3 დღის განმავლობაში ფარული კენჭისყრის მეშვეობით ფესტივალის ჟიური საუკეთესო ნამუშევრებს სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლენს. გამარჯვებულები ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდებიან. ასევე სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდებიან საუკეთესო სააგენტოს ტიტულის ნომინანტებიც.

● Film,


● Film & Craft,


● Print & Publishing,


● Out of Home,


● Radio,


● Design & Branding,


● Digital & Mobile,


● Advertising Campaigns,


● Media, Branding Content & Visual Storytelling.


საქართველო საერთაშორისო დონის რეკლამის ფესტივალს უკვე მეოთხე წელია მასპინძლობს. პირველად AD Black sea-მ სტარტი 2015 წელს აიღო და მას გამოხმაურება მოჰყვა არამარტო საქართველოში არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით.

წელს ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სარეკლამო სააგენტო მიიღებს. AD Black Sea 2018-ის მიზანი საქართველოში სარეკლამო ინდუსტრიის განვითარება, სარეკლამო პროდუქტების ხარისხის გაზრდა და მონაწილეების წახალისებაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...