1 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აზბესტი - ჰაერში გაფრქვეული სიკვდილი

ნივთიერება, რომელიც 50-ზე მეტმა ქვეყანამ აკრძალა, საქართველოში დაშვებულია

საქართველოს პარლამენტის სპეციალური სამუშაო ჯგუფი, სამოქალაქო სექტორის დახმარებით, ჰაერის დაბინძურების მიზეზებს იკვლევს. მთავარი მიზეზებად მოძველებული ავტოპარკი, გაუმართავი ძრავები და სამშენებლო ნაგავი სახელდება. თუმცა, სამუშაო ჯგუფს მიეწოდა ინფორმაცია სახიფათო ნივთიერების, აზბესტის შემცველი სამუხრუჭე ხუნდების შესახებაც. აღნიშნულს ადასტურებს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავაც. კუჭავას განცხადებით, ამ დრომდე სამუშაო ჯგუფსა და გარემოს დაცვის კომიტეტს არ ჰქონდა ინფორმაცია ნივთიერების შესახებ, თუმცა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ორგანიზაციამ მიაწოდა დასაბუთებული კვლევა, ჯგუფმა ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო.

აზბესტი, კიბოს საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნით, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ ნივთიერებას, რადგან ზრდის კიბოთი დაავადების რისკს. ნივთიერება ათობით ქვეყანაშია აკრძალული, თუმცა, მიუხედავად ამისა, აზბესტის შემცველი პროდუქცია საქართველოში რეგულარულად შემოდის. ძირითადად, ესენია ავტომანქანის სამუხრუჭე ხუნდები. ავტომობილის დამუხრუჭებისას, ჰაერში იფრქვევა აღნიშნული ნივთიერება, რაც საგრძნობლად აბინძურებს ატმოსფერულ ჰაერს. ექსპერტები აცხადებენ, რომ ყველაზე ხშირად აზბესტის შემცველი სამუხრუჭე ხუნდები საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის გამოიყენება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...