1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მესტია „არტარეა ფესტივალის“ ფარგლებში მიხეილ კალატოზიშვილის ფილმის „ჯიმ შვანთე“ მუსიკალურ პრემიერას უმასპინძლებს

„არტარეა ფესტივალი“ საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას განაგრძობს. 11 აგვისტოს  მესტიაში, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში მიხეილ კალატოზიშვილის ფილმის - „ჯიმ შვანთე“ (1930) მუსიკალური პრემიერა შედგება. პროექტი ქართული კინოკლასიკისა და თანამედროვე მუსიკის სინთეზს წარმოადგენს, რომლის როგორც კომპოზიტორი, ასევე შემსრულებელი გოგი ძოძუაშვილია.

მესტიაში ფილმის ჩვენება კოშკების ფონზე, ელექტრო-აკუსტიკური მუსიკის თანხლებით შედგება. პარალელური ღონისძიების სახით სვანეთის მუზეუმში მიხეილ კალატოზიშვილის მულტიმედია გამოფენა გაიმართება.

„არტარეა ფესტივალმა“ სტარტი 23 ივნისს რუსთავში აიღო და 6 რეგიონში 6 სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს. ფესტივალის კონცეფცია განსხვავებული ელემენტების ერთიანობის იდეას ეფუძნება, ასევე ტრადიციული ხელოვნების  თანამედროვე, ექსპერიმენტული მუსიკით გადააზრებას, რაც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასა და ტურისტებს შესაძლებლობას მისცემს შეეხონ ძველ და ახალ ქართულ ხელოვნებას.

მომდევნო და ფინალური ღონისძიება 22 სექტემბერს თელავში ჩატარდება, სადაც ექსპერიმენტული მუსიკისა და ფოლკის ინტერაქცია სახელწოდებით - „სხვა კუთხით“ იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ფესტივალის მხარდამჭერია თიბისი.

პროექტი ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...