1 5 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

 „მტვერი ძალიან პატარა ნაწილაკებს შეიცავს და ადამიანის ორგანიზმში უფრო მარტივად ხვდება. შედეგებიც უფრო მძიმეა,“ - ნუგზარ ბუაჩიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის ჰაერის დაბინძურების თემაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარა. შუალედური შედეგები უკვე ცნობილია. „ეკოხედვის“ ექსპერტი ნუგზარ ბუაჩიძე აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების ორი წყარო გამოვლინდა - მშენებლობები და ავტოტრანსპორტი. რომელი უფრო მეტ ზიანს აყენებს გარემოს, ამის შესახებ ბუაჩიძემ დეტალურად ისაუბრა.

„დიდია ავტოტრანსპორტისა და მშენებლობების როლი ჰაერის დაბინძურებაში. მშენებლობა თბილისს ძირითადად მტვრით აბინძურებს, ასევე, ამდენი ახალი შენობა ხელს უშლის ქალაქის განიავებას. არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დამაბინძურებელი სწორედ ქარის მეშვეობით იფილტრება და ნაწილდება, სწორი განიავების შემთხვევაში. ასევე, მიზეზია მოუპირკეთებელი მიწის ზედაპირები. ქარის დროს, მტვერი წარმოიქმნება და ჰაერს უერთდება. ტოქსიკურია არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელებიდან წარმოქმნილი მტვერი. რაც შეეხება ავტოტრანსპორტს, მას დამაბინძურებლის როლი აქვს მხოლოდ იმიტომ ,რომ ძრავი აქვს ძველი და მიდის არასრული წვა,“ - აცხადებს ნუგზარ ბუაჩიძე.

მისი განმარტებით, აღნიშნულ კვლევაში შეადარეს ძველი და ახალი ავტომობილები, რომლებშიც ჩაასხეს ერთი და იგივე, მაღალი ხარისხის საწვავი, თუმცა ძველი ძრავის მქონე ავტომობილის შემთხვევაში, დაბინძურების დონე მაინც მაღალი აღმოჩნდა. ბუაჩიძე განმარტავს, რომ განსხვავებაა დიზელზე და ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს შორისაც.

„შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ბენზინზე მომუშავე მანქანა უფრო მეტად აბინძურებს გარემოს, ვიდრე დიზელზე მომუშავე ავტომობილი. ეს არ არის ჩემი მოგონილი, შეგიძლიათ, გაეცნოთ შესაბამის ლიტერატურას. ბენზინი უფრო დაბალმოლეკულური ნივთიერებაა და მისი დაშლა უფრო ადვილია, ვიდრე დიზელის. შესაბამისად, ის უფრო მარტივად წარმოქმნის დაბინძურების პრობლემას,“ - განმარტავს „ეკოხედვის“ ექსპერტი.

გარემოს დამცველი აცხადებს, რომ კვლევის ფარგლებში მოხდა გმირთა მოედანზე პიკის საათში აღებული სინჯებისა და სამშენებლო ობიექტებზე აღებული სინჯების შედარებაც. შედეგად, გამოიკვეთა, რომ სამშენებლო ობიექტებზე დამაბინძურებლის უფრო მაღალი მაჩვენებელია.

„გარდა იმისა, რომ მშენებლობებში ხმარობენ ქვიშას, ცემენტს, რაც მტვრის წყაროა, ქვებსაც აპირკეთებენ. იქვე ყრიან მასალებს. შედეგად, გაიფრქვევა მტვერი, რომელიც ძალიან მცირე ზომის ნაწილაკებს შეიცავს და ადამიანის ორგანიზმში ადვილად შედის, შედეგიც უფრო მძიმეა. ამის მიხედვითაა დადგენილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის შედეგებიც. ეს ნაწილაკები ხვდება ფილტვებში, შემდეგ - სისხლში. თუ ამ მტვერში აღმოჩნდა მძიმე კანცეროგენული ლითონებიც, (ამის პასუხს ახლა ველოდებით), მაშინ დაბინძურების ხარისხი ერთიასად გაიზრდება. მტვერი ისედაც დამაბინძურებელია და ცუდად მოქმედებს ორგანიზმზე, მაგრამ თუ მასში კანცეროგენული მძიმე ლითონებია, უკვე სიმსივნურ დაავადებებთან გვაქვს საქმე,“ - განმარტავს ნუგზარ ბუაჩიძე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...