1 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თბილისში მთლიანი ავტოპარკის 40%-ია თავმოყრილი, რაც ჰაერის დაბინძურების წყაროა

გარემოს დაცვის სამინისტროს რეკომენდაციაა, ავტოპარკის გაახალგაზრდავება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაცია.

თბილისში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედი ცხოვრობს და მთლიანი ავტოპარკის 40%-ია თავმოყრილი, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუმცა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს 3000-მდე ქალაქს შორის თბილისი ჰაერის დაბინძურების კუთხით 576-ე ადგილზეა. ავტოტრანსპორტით დატვირთულ ქუჩებზე, წერეთლის გამზირზე, ასევე ყაზბეგის გამზირსა და ვარკეთილში არაერთხელ დაფიქსირდა, რომ ჰაერის დამაბინძურებელი ნორმას აჭარბებს. სწორედ ამიტომ, სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოტრანსპორტია. ამას მოსდევს სამშენებლო სექტორი, ღია გრუნტი და გათბობის მიზნით საწვავის მოხმარება.

სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს წარმომადგენელი, ნოე მეგრელიშვილი განმარტავს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაბინძურებლის, აზოტის დიოქსიდის მთავარი წყარო ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვია. თუმცა, მისი თქმით, არანაკლებ ზიანს აყენებს გარემოს დამაბინძურებელი PM10, რომლის წყაროც სამშენებლო სექტორია.

ნოე მეგრელიშვილი: „დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით ჩვენი სამინისტროს ინიციატივით ჩამოყალიბებული უწყებათშორისი კომისიის მიერ შეიქმნა 40 პუნქტიანი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების თანამედროვე ეფექტური სისტემის დანერგვა და ამოქმედება; ავტოპარკის გაახალგაზრდავების და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების ხელშეწყობა; საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და მოდერნიზაცია; მშენებლობის სექტორის რეგულირება; მწვანე საფარის ფართობის ზრდა და ა.შ. ასევე, სამინსიტრო ჩართულია საპარლამენტო მოკვლევის პროცესში.“

ნოე მეგრელიშვილი ჰაერში ტყვიის შემცველობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ თბილისის ჰაერში ტყვიის კონცენტრაცია ევროპულ ნორმაზე რამდენჯერმე მცირეა.

„ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის მოხვედრის ორი ძირითადი წყარო არსებობს. ესენია, ტყვიაშემცველი ბენზინი და ტყვიის წარმოების პროცესი. ტყვიაშემცველი ბენზინის მოხმარება ქვეყანაში 10 წელზე მეტია რაც აკრძალულია და ბენზინის ხარისხის შემოწმების ყველა შედეგი ადასტურებს, რომ ქვეყანაში ტყვიაშემცველი ბენზინი წლებია რაც არ მოიხმარება. ქვეყანაში ასევე არ ფუნქციონირებს ტყვიის წარმოების იმ მასშტაბის საწარმო, რომელმაც შეიძლება ჰაერის დაბინძურების კუთხით პრობლემა შექმნას,“ - აცხადებს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს წარმომადგენელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...