1 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანია’’ -ს წარმატებული ვიზიტი ჩინეთში SIAL China-ს გამოფენაზე

სს „ქართული დუდის კომპანიამ“ ჩინეთში, ქალაქ შანხაიში გამართულ SIAL China-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც გარკვეული საქმიანი წინადადებებიც მიიღო.

კომპანიის ექსპორტის მენეჯერი ლევან ოსეიფაიშვილი ამბობს, რომ ჩინეთში „ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქციის გატანაზე, ამ დროისათვის, 15-მდე კომპანიასთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები.

„China International Import Expo -ზე სრული ასორტიმენტით ვიყავით წარმოდგენილები.  წინასწარ 10-მდე კომპანიასთან გვქონდა ჩანიშნული შეხვედრა, ესენი იყვნენ ძირითადად დისტრიბუტორები. თუმცა ადგილზე გაირკვა, რომ სს „ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქციით 50 კომპანია იყო დაინტერესებული. საუბარია, როგორც დისტრიბუტორებზე, ასევე ქსელური მარკეტებია და ონლაინ მაკეტების წარმომადგენლებთან. ჩინეთში ონლაინ პლატფორმა ძალიან პოპულარულია და რომლის საშუალებითაც ხდება კონტაქტების დამყარება სხვადასხვა კომპანიებთან. მოლაპარაკებების შემდგომ რაუნდში, ჩინეთის 15 კომპანიასთან გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები“, აცხადებს სს „ქართული დუდის კომპანიის“ ექსპორტის მენეჯერი.

როგორც სს „ქართული დუდის კომპანიის“ მენეჯმენტი აცხადებს, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდგომ ჩინურ ბაზარზე პროდუქციის საცდელი რაოდენობა გაიგზავნება.

„სს „ქართული ლუდის კომპანიისათვის“ და ზოგადად საქართველოსთვის ჩინური ბაზრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩინეთი დიდი ბაზარია და ჩვენთვის მისი ათვისება  საინტერესო და დიდი წარმატება იქნება. მით უმეტეს, რომ ჩინეთის ბაზარი არის უკვე გზა აზიის სხვადასხვა ბაზრებისკენ. როდესაც პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე შედის, ეს მის ცნობადობას და პოპულარიზაციას ზრდის და სხვა ქვეყნებიდანაც ჩნდება ინტერესი“, აცხადებს ლევან ოსეფაიშვილი.

წლის ბოლომდე სს „ქართული ლუდის კომპანია“ კიდევ 3 უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...