1 7 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ონლაინ სესხები-ქართული საბანკო ბაზრის ტრენდი

ონლაინ სესხების პოპულარობა დღითი დღე იზრდება. მომსახურება ქართულ საბანკო ბაზარზე თავს მყარად იმკვიდრებს. იხვეწება სერვისის მიწოდების ხარისხი და სტრუქტურაც. ამიტომ,  საკანონმდებლო რეგულაციებთან ერთად,  ონლაინ  სესხების გამცემი კომპანიები  შიდა რეგულაციებსაც  აწესებენ.  ეს ეხება ასაკობრივ ზღვარს. უმეტეს კომპანიაში სესხები 20 წლიდან გაიცემა.

Online sesxebi კვირის ნებისმიერ დროს,  სააპლიკაციო ფორმის შევსების შედეგად გაიცემა.  საჭიროა საკონტაქტო ინფორმაციის მითითება, ასევე საბანკო რეკვიზიტების ქონა,  რადგან ონლაინ სესხით სარგებლობისას თანხის განაღდება ხელზე არ ხდება. ფული თქვენს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე დაგერიცხებათ.

სესხები  20  წლიდან-როგორ ვისარგებლოთ სერვისით?

სააპლიკაციო ფორმის შევსებისას მსესხებელს დადებითი ან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში SMS სახით ეცნობება, ამიტომ საჭიროა იმ ტელეფონის ნომრის ან ელ-ფოსტის  მითითება,  რომელიც მოქმედია და აქტიურად იყენებთ. მხოლოდ ამის შემდეგადაა შესაძლებელი სასურველი თანხის, კრედიტის სახით აღება.

მომსახურებით სარგებლობა ყველა იმ პირს შეუძლია, ვისაც დადებითი საკრედიტო ისტორია აქვს. გახსოვდეთ,  რომ სესხები 20 წლიდან მარტივად მისაღებია.

რატომაა  მოთხოვნადი  ონლაინ  სესხები?

ალბათ რთულია, ისეთი ადამიანის მონახვა,  რომელსაც ონლაინ სესხით ერთხელ მაინც არ უსარგებლია.  მომსახურებაზე მოთხოვნა დიდია, ეს კი რამდენიმე მიზეზის გამოა  განპირობებული:

·         კომფორტი-  მომხმარებელს საშუალება აქვს სესხი ბანკში  მიუსვლელად, სახლის პირობებში,  ონლაინ პლატფორმის დახმარებით აიღოს.

·         სისწრაფე-  მომსახურებით სარგებლობა მცირე დროში შეგიძლიათ.  თუ თქვენ გესაჭიროებათ სასწრაფოდ თანხა,  საშუალება გაქვთ სულ რაღაც 15 წუთში, სასურველი რაოდენობით მიიღოთ.

·         სიმარტივე- ონლაინ სესხების  აღებისას არაა საჭირო უამრავი დოკუმენტაციის შეგროვება, თავდების ყოლა ან ქონებით უზრუნველყოფა.

არის კონკრეტული შემთხვევები, როდესაც გესაჭიროება თანხა, თუმცა  შენი ფინანსური რესურსი ამოწურულია, ხელფასის  დარიცხვამდე კი დიდი დროა დარჩენილი, ამიტომ ონლაინ  სესხები მოქნილი საფინანსო მომსახურებაა.

მიკროსაფინანსო კომპანიებმა, რომლებიც ონლაინ სესხებს გაცემენ, მომხმარებლის მოთხოვნიდან  გამომდინარე გაზარდეს თანხის გაცემის მაქსიმალური  რაოდენობა.  დღეს უკვე 1500 ლარის ნაცვლად მსესხებელს საშუალება აქვს  თანხა კრედიტის სახით,  3000 ლარამდე  მიიღოს. ონლაინ სესხი   დროის ნებისმიერ მონაკვეთში გაიცემა, რადგან  მომსახურება 24 საათიანია.  

რა უნდა გაითვალისწინოთ ონლაინ  სესხის აღებისას

მიუხედავად უამრავი დადებითი მხარისა, არსებობს გარკვეული ნიუანსები,  რომელიც მომსახურებით სარგებლობის დროს უნდა გაითვალისწინოთ.

·         გაეცანით საქართველოს ბაზარზე მოქმედ ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის/ ბანკის შემოთავაზებას;

·         შეარჩიეთ თქვენზე მორგებული სესხი;

·         გაეცანით ხელშეკრულებას და იმ პირობებს,  რომელსაც თქვენს მიერ შერჩეული კომპანია გთავაზობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა რიგი გაუგებრობის წინაშე აღმოჩნდეთ.

·         კარგად დაგეგმეთ ბიუჯეტი, დათვალეთ თქვენი შემოსავლები და დაფიქრდით, შეგწევთ თუ არა უნარი სასესხო ვალდებულებები აიღოთ. გახსოვდეთ ვადაგადაცილებებზე   ჯარიმები დაგეკისრებათ, ეს კი საკრედიტო ისტორიის  გაფუჭების გარანტიაა.

თუკი ზემოთ ჩამოთვლილ ყველა კომპონენტს გაითვალისწინებთ  და ფიქრობთ, რომ გადახდისუნარიანი  ბრძანდებით  მაშინ თამამად შეგიძლიათ სწრაფი, ონლაინ სესხით ისარგებლოთ.

თუკი გსურთ ონლაინ სესხით მიღება 20 წლიდან, მაშინ ამისათვის საჭიროა ის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შეარჩიოთ, რომლის სერვისით სარგებლობაც გსურთ. უმჯობესია ყველა კომპანიის შემოთავაზებას კარგად გაეცნოთ,  შემოთავაზებული  საპროცენტო განაკვეთები ერთმანეთს შეადაროთ და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ. ონლაინ სესხებზე, საქართველოს ბაზარზე მოქმედი სესხის გამცემი კომპანიების შემოთავაზებებზე და საპროცენტო განაკვეთებზე დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად  ეწვიეთ   https://www.credy24.ge/sesxebi-20wlidan/ საიტს და  ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...