1 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ქოლგა თბილისი ფოტოფესტივალის ფარგლებში თიბისი გალერეასა და თიბისი არტ გალერეაში გამოფენები გაიხსნა

7 მაისს 18:30-ზე თიბისი არტ გალერეაში (მარჯანიშვილის 7, მე-2 სართული) ლევან ხერხეულიძის გამოფენა - „spirit”- გაიხსნა.
პორტრეტები გალერეაში 1 კვირის განმავლობაში დარჩება.

„მიყვარს ადამიანზე დაკვირვება, იმ მომენტის მოხელთება, როდესაც ყველაზე უკეთ ჩანს მისი ბუნება; უფრო ზუსტად, ის, რაცმხოლოდ მისია, რითიცაა უნიკალური ამ სამყაროში. ამაში შავ-თეთრი გამოსახულება ძალიან მეხმარება.არანაკლებ მნიშვნელოვანიაის გარემო, რომელშიც ვიღებ. ვფიქრობ, რაც მეტია ადამიანისა და გარემოს თანხვედრა, მით სრულყოფილია შედეგი.არსებობს მესამეკომპონენტიც — ჩემი განწყობა გადაღების მომენტში. მჯერა, ყველა ნამუშევარი ავტორის შინაგან სამყაროსაც გამოხატავს. ამიტომყოველი ფოტო ერთგვარი ავტოპორტრეტიცაა და იმის ასახვა, თუ როგორ ეძებს ფოტოგრაფი საკუთარ თავს სხვებში“ - ამბობს ლევან ხერხეულიძე 

3 გამოფენას უმასპინძლებს თიბისი გალერეაც:

• არსად მახლობლადავტორები - ლეაკე პოსელტი, მეს გრივისაერთაშორისო მასშტაბით აღიარებულმა ფოტოგრაფებმა, მეს გრივმა და ლეაკე პოსელტმა პროექტი შეიმუშავეს და ახალი ერთობლივინამუშევარი საგანგებოდ ქოლგა თბილისი ფოტოსთვის შექმნეს. პირველად სწორედ ქოლგაზე იქნება ნაჩვენები ეს ნამუშევრები. ორივეფოტოგრაფი დოკუმენტური ფოტოგრაფიიდან მოდის, მაგრამ მათი ნამუშევრები ფაქტების რეპრეზენტაციის ფარგლებს ცდება დაინტუიციურ და ეგზისტენციალურ გამოცდილებად გარდაიქმნება. 

• ჩემი სახე შენი პეიზაჟია
ავტორი - მაქს კარდელიმაქს კარდელი (1965) პორტრეტის და პეიზაჟის ფოტოგრაფია. მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო არაერთ გამოფენაზე დაგამოქვეყნებულია სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.პორტრეტები, რომლებიც წარმოდგენილია გამოფენაზე, თავისი ბუნებით, მღელვარების შემცველია - თითქოს ადამიანები საკუთართავში არიან ჩაძირული და ნაკლებად ამჩნევენ საფოსტო ბარათის მსგავსი ლანდშაფტის ფოტოგენურ ბუნებას. ამ შემთხვევაში,ლანდშაფტი პირადი ფიქრების სარკეა, ისევე, როგორც სახეა მეტყველი ბუნების სარკე.

• რევოლუცია. ალტერნატიული მზერაავტორი - ბილ ოუენსიბილ ოუენსის ნ ამუშევრებმა დიდი გავლენა მოახდინა სხვადასხვა თაობის ისეთ ფოტოგრაფებზე, როგორებიცაა: მართინ პარი,გაბრიელ ბაზილიკო და ა.შ. მისმა სოციოლოგიურმა ფოტოებმა ისეთი რეჟისორების ყურადღება დაიმსახურა, როგორებიცაა სოფიაკოპოლა, დევიდ ბირნი და სხვები. მისმა წიგნმა „Suburbia“ („გარეუბანი“) 1973 წელს ფოტოგრაფიის სფეროში გუგენჰაიმის სახელობისპირველი სტიპენდია მოიპოვა და მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა.

ოუენსის შავ-თეთრი ფოტოსერია აღწერს სტუდენტების კამპუსებში საპროტესტო მოძრაობას 1967-68 წლების სან ფრანცისკოში. ბილოუენსმა ფირზე აღბეჭდა სტუდენტების მხრიდან ვიეტნამის ომის, სეგრეგაციის, რასობრივი დისკრიმინაციის და, ზოგადად,ხელისუფლების წინააღმდეგ ხმის ამაღლების და ამბოხის პროცესი. ბილ ოუენსი ფოტოგრაფიას ერთგვარი "ვიზუალურიანთროპოლოგიის" ფუნქციით იყენებს და აღწერს იმ კულტურული რევოლუციის ნამდვილ სახეს, რომლითაც დაღდასმული იყოსამოციანი წლების სამყარო.

https://kolga.ge/#/exhibitions/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...