1 7 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მალე განახლებული სპორტკომპლექს „არენა“-ს გრანდიოზული გახსნა იგეგმება !

დღეს სპორტკომპლექსარენასბიზნესმენი გურამ გოგოლაძე ხელმძღვანელობს. მისი თაოსნობით სპორტკომპლექსმა ახალი სიცოცხლე შეიძინა და უკვე უამრავი ადამიანი სტუმრობს. ამბობს, რომ ხშირად მიდის რისკზე, საკუთარი ბიზნესი 23 წლის ასაკში დაიწყო და ყველაფერი საკუთარი ხელით შექმნა.

- ბავშვობიდან აქტიური სპორტით ვიყავი დაკავებული, პროფესიონალი მოთხილამურე ვარ და არაერთ ტურნირში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ჩემს მშობლებს ბიზნესი ჰქონდათ ბაკურიანში, სადაც ხშირად მიწევდა ყოფნა. ძალიან მიყვარს თხილამურები და დღემდე აქტიურად მივდევ სათხილამურო სპორტს. ტრავმებიც მიმიღია, მაგრამ ამის გამო სპორტისთვის თავის დანებებაზე არასდროს მიფიქრია.

- მერე ქვეყანაში ძალიან აირია სიტუაცია, თქვენ ეროვნულ მოძრაობაში მონაწილეობდით...


- დიახ, საკმაოდ აქტიურად ვიყავი ჩართული, დავდიოდით მიტინგებზე, ერთად დგომა გვიხაროდა. მაშინ საშინლად აირია სიტუაცია და იძულებული გავხდი, სპორტისთვის თავი დამენებებინა, თან მამა საკმაოდ ადრეულ ასაკში დავკარგე და მომიწია, საკუთარ თავზე გარკვეული პასუხისმგებლობები ამეღო. ბევრი სიძნელე გამოვიარეთ, ამ ომმა და მაშინდელმა სიტუაციამ უამრავი ჩემი მეგობარი შეიწირა... ფაქტობრივად, არ მქონდა არჩევანი, გარდა ბიზნესის დაწყებისა. არც უკანდასახევი გზა იყო. წარმოიდგინეთ, მაშინ რამე სერიოზულ კაპიტალზე არც გვიოცნებია, უბრალოდ, მინიმალური სახსარი მაინც გვინდოდა, რათა ოჯახები გვერჩინა.

- ანუ ვა-ბანკზე წახვედით?


- ასე გამოდის, თუმცა, პრინციპში, დასაკარგი არაფერი გვქონდა. ერთადერთი, რაც მაშინ შეიძლებოდა გეკეთებინა, იყო კერძო ბიზნესი, შეზღუდვებისგან თავისუფალი საქმე. რთული გარემო იყო, ყველაფერი ძალით გამქონდა. 23 წლის ასაკში დავიწყე საკუთარი ბიზნესი. ყველაფერი საკუთარი ხელით შევქმენი და ამით ძალიან ვამაყობ.


- 90-იან წლებში ბევრ ადამიანს ჰქონდა ცდუნება, ქუჩის ცხოვრებით ეცხოვრა და არცთუ წესიერი საქმეები ეკეთებინა. თქვენ როგორ გადარჩით ამ ყველაფერს?


- ქუჩის აკადემიაც მაქვს გავლილი, ეს გაძლიერებს ადამიანს. მე არ ვამბობ, რომ ქუჩაში დგომა სატრაბახოა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამ გზით სწავლობ ადამიანის ბუნებას, ურთიერთობას. თავის დამკვიდრებასა და გატანაში გეხმარება ქუჩა. ადამიანი რომ შემოდის, უკვე ვხვდები, ვინ არის, რა წარმომავლობის, რა თვალებით იყურება - გამომუშავებული მაქვს ინსტინქტურად.

- და სპორტსმენობა რამდენად დაგეხმარათ თავის დამკვიდრებაში?


- რა თქმა უნდა, ფიზიკური სიძლიერეც საჭიროა, აუცილებელიც კი. სპორტსმენი ვიყავი და თავს არავის დავაჩაგვრინებდი, თუმცა არც სხვას დავჩაგრავდი უსამართლოდ. სუსტი ადამიანი, ალბათ, ბოლომდე სუსტია, ძლიერი ადამიანი - ძლიერი. შეიძლება ადამიანი ჭკვიანი და გამჭრიახი იყოს, მაგრამ ფიზიკური სიძლიერეც აუცილებელია, თუ გინდა ცხოვრებაში რამეს მიაღწიო.

- ვინმემ წაგიკრათ ხელი ცხოვრებაში, რამით დაგეხმარათ?


- მატერიალურად, ალბათ, არა, მაგრამ სხვა მხრივ ჩემი მეგობრები, პარტნიორები მეხმარებოდნენ თავიანთი გამოცდილებით. 2003 წლიდან სასტუმროს ბიზნესი მქონდა, რომელიც საკმაოდ კარგად გავმართე. ძალიან ბევრი კეთილი ადამიანი გამომჩენია ცხოვრებაში. ყველაზე წინ მეგობრობას ვაყენებ და ეს ბევრ რამეში მეხმარება. ჩემი მეგობრები არიან ჩემი მეგობრები და მათი პოლიტიკური მოღვაწეობა ნაკლებად მაღელვებს.

- კმაყოფილი ხართ საკუთარი მიღწევებით?


- ალბათ, თუმცა მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები. მოუსვენარი ადამიანი ვარ, კაბინეტური სამსახური ჩემთვის არ არის, უშუალოდ ვარ ჩართული ყველა პროცესში, ყველაფერში კარგად ვერკვევი - მშენებლობაშიც, მენეჯმენტშიც, ადამიანებშიც...

- „არენაზემოგვიყევით, რომელიც დღეს საკმაოდ წარმატებული პროექტია.


- ჩემი ძმა დანიშნეს „არენას“ დირექტორად. „არენა“ პირველად რომ ვნახე, გული გამისკდა, გაპარტახებული იყო. ჩემს ძმას ვუთხარი, ასეთი რა დააშავე, ასე რომ დაგსაჯეს-მეთქი. აუქციონის წესით იყიდებოდა და არ გაიყიდა, ამიტომ ობიექტის დემონტაჟს აპირებდნენ, რადგან არარენტაბელური იყო. შევიძინე და რვა თვეში ეტაპობრივად ახალი სისხლი გადავუსხით. ძალიან აკლდა ქალაქს მსგავსი ტიპის კომპლექსი. დაახლოებით, 20 დარბაზი გავაკეთეთ სხვადასხვა სახეობებისთვის. სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს, რადგან მომხმარებელი უკვე კომფორტს ითხოვს, ცხოვრების დონემ და სტანდარტმა აიწია. გვინდა, რამდენიმე მიმართულებით გავფართოვდეთ.

- თქვენი მეუღლეც ისეთივე წარმატებულია, როგორც თქვენ?


- ეკატერინე საკმაოდ აქტიური ადამიანია, თუმცა ამჟამად პატარა ანასტასიას აღზრდითაა დაკავებული. ღმერთმა ისე ინება, რომ გვიან დავქორწინდი და ორ წელიწად-ნახევრის ქალიშვილი მყავს ერთი. მომავალში გვაქვს საერთო გეგმები, გვინდა სპორტსკოლა გავხსნათ, სადაც ნიჭიერ ბავშვებს დავეხმარებით გზის გაკვლევაში. ზოგადად, აქტიურად ვახორციელებთ სოციალურ პროექტებს და არაერთ სოციალურად შეჭირვებულ და უნარშეზღუდულ ბავშვს ვეხმარებით. ვნახოთ, რა იქნება, ყველაფერი წინაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...