1 7 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკისა და Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების თანამშრომლობა გრძელდება

17 აპრილი, თბილისი, 2018 - საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკისა და Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტს შორის თანამშრომლობა გრძელდება. წელს   Welcome to Georgia-ს ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და საქართველოს ბანკის თანაორგანიზებით ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მეოთხე ცერემონია  გაიმართება. აღნიშნული პროექტის მიზანია წაახალისოს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია, ხელი შეუწყოს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდას და უკეთ წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

2018 წელს Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის ორგანიზატორები საინტერესო და მეტი შესაძლებლობებით დატვირთულ საკონკურსო წელს ჰპირდებიან ამ სფეროში მომუშავე კომპანიებს. დაჯილდოების ახალი ნომინაციები, ჟიურის განახლებული შემადგენლობა და ყველა სიახლე პროექტის ფარგლებში გამართულ ყოველწლიურ, ტურიზმის და მასპინძლობის კონფერენციაზე გაჟღერდება.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში ორი წელია წარმატებით არსებობს საქართველოს ბანკის მიერ სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შექმნილი ნომინაცია:  „წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესში“ და მეორე ნომინაცია, რომელიც გასულ წელს შეიქმნა სპეციალურად ქალი მეწარმეებისთვის - „საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში“. აღნიშნული ნომინციების გამარჯვებულები, მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი პრიზებით დაჯილდოვდნენ საქართველოს ბანკის მიერ გასულ წელს. საქართველოს ბანკი წლევანდელ მონაწილეებსაც განსაკუთრებულ პრიზს გადასცემს.

გამარჯვებულების ვინაობა, ტრადიციულად ყოველწლიურ Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე საზეიმო ღონისძიებაზე გაჟღერდება, დეკემბერში. ხოლო მანამდე ივნისის დასაწყისში, სასტუმრო ბილტმორ თბილისში გაიმართება ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია, Welcome to Georgia-ს ფარგლებში, რომელიც მოიცავს: პანელური დისკუსიებს; B2B შეხვედრებს და საინტერესო, სასარგებლო პრეზენტაციებს, პრაქტიკულ მაგალითებს  ბაზრის წამყვანი მიმწოდებლებისა და პროფესიონალებისგან და უახლეს ინფორმაციას ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მიმდინარე პროექტების შესახებ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...