1 7 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სამომხმარებლო სესხი - ავისრულოთ სურვილები მარტივად

თუკი გსურთ სესხის აღება  თქვენი  სურვილების შესასრულებლად,  მაშინ სამომხმარებლო სესხი თქვენთვისაა.  თანხის მიღება მინიმალური საბუთებით და მარტივი პროცედურების გავლითაა  შესაძლებელი.    ეს მომსახურება საქართველოს საფინანსო ბაზარზე თავისი სიმარტივისა  და მოხერხებულობის  გამო დიდი პოპულარობით სარგებლობს.  სერვისი იმ კლიენტებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაც თანხის მიღება  მცირე დროში სურთ.

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ მოგიფიქრებიათ, რომელი კომპანიის მომსახურებით ისარგებლოთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს და გაიგეთ მეტი თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. სამომხმარებლო სესხის მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ Credy 24. ეს არის ერთ სივრცეზე შექმნილი პლატფორმა,  სადაც საშუალება გაქვთ ყველა მომსახურების შესახებ ინფორმაცია მიიღოთ, ქვეყნის ბაზარზე მოქმედი ყველა საფინანსო ორგანიზაციის შეთავაზებას გაეცნოთ,  ერთმანეთს ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების  მიერ დაწესებული  საპროცენტო განაკვეთები   შეადაროთ და  თქვენ სურვილზე მორგებული სამომხმარებლო სესხი შეარჩიოთ.

სამომხმარებლო სესხი,  გრძელვადიანი  სესხის სახელითაცაა ცნობილი.   მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია  ქონების უზრუნველყოფის გარეშე და მისი ხანგრძლივობა აღებული თანხის რაოდენობით განისაზღვრება. როგორ მივიღოთ გრძელვადიანი სესხი? ეს საკითხი  ყველა იმ პირს აინტერესებს,  რომელთაც მომსახურებით სარგებლობა სურს. 

პროცედურების გავლა მარტივია. თქვენ საშუალება გაქვთ განაცხადი ონლაინ რეჟიმშიც შეავსოთ,  თანხა კი მითითებული  ანგარიშის ნომრის საშუალებით მიიღოთ. სამომხმარებლო სესხი,  ყველა ბანკსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას  აქვს.  მათ საპროცენტო განაკვეთი  ინდივიდუალურად, განსხვავებული ტარიფებით აქვთ შემუშავებული. კრედიტის  გადახდის პერიოდი 3 თვიდან 2 წლამდე განისაზღვრება.  სესხის გაცემამდე შესაძლებელია  კრედიტორმა მსესხებელს სამუშაოს ხელფასის ცნობაც მოსთხოვოს.

როგორც აღვნიშნეთ, სამომხმარებლო სესხი ქონების უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა, რომელიც მომსახურებას კიდევ უფრო მეტად მიმზიდველს ხდის. თუმცა არის რიგი შემთხვევები, როდესაც კრედიტორი უზრუნველყოფასაც ითხოვს.  ეს ორ შემთხვევაში ხდება:

ა)  როდესაც  სესხი ხანგრძლივი პერიოდით გაიცემა

ბ)  განაცხადის განხილვის შემდეგ,  გადაუხდელობის რისკი გამოიკვეთება.

სამომხმარებლო სესხის დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ კრედიტორი არ ითხოვს მიზნობრიობის დასაბუთებას. მომსახურების საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი სურვილის დაფინანსება-სასურველი ნივთის შეძენა, მოგზაურობა ან თუნდაც აუცილებელი ხარჯების გასტუმრება.

 იმ  შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება სესხის დათქმულ დროზე გადახდა, მაშინ  მომხმარებელი ვალდებულია კრედიტი გადაავადოს. გასათვალისწინებელია ის საკითხიც,  რომ  უმეტეს კომპანიაში გადავადების სერვისით სარგებლობა გარკვეულ საფასურთანაა დაკავშირებული.

 თუმცა,  ამით მსესხებელი საკრედიტო ისტორიის გაფუჭებისაგან თავს იცავს და დადებითი საკრედიტო რეპორტის შექმნასაც ახერხებს. ამიტომ,  სანამ სესხით სარგებლობას გადაწყვეტთ, უმჯობესია ყველა რისკი გაწეროთ და მხოლოდ ამის შემდეგ ისარგებლოთ სერვისით. ასევე, საჭიროა დამატებითი ხარჯების გათვლაც, ეს ზედმეტი პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.  კრედიტის აღებამდე, გადასახადი თანხის ოდენობის გამოსათვლელად და ფინანსური ხარჯების სწორად განსასაზღვრად,  აუცილებლად გამოიყენეთ სესხის კალკულატორი. ხარჯების ზუსტი გათვლა დამატებით  ფინანსურ პრობლემებს აგარიდებთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...