1 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

MOXY - ზუსტად ის მუხტია, რაც თბილისს სჭირდებოდა...

თბილისში ბუტიკის კონცეფციის სასტუმრო გაიხსნა. ახალაშენებულმა სასტუმრომ MOXY პირველად მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. მოწვეული მედია ახლოს გაეცნო სასტუმროს ძირითად კონცეფციას, რომელიც რადიკალურად განსხვავდება თბილისში არსებული სხვა სასტუმროს  ბრენდებისგან. მნიშვნელოვანია, რომ MOXY ულტრათანამედროვე და ინოვაციური ბრენდია, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოზიციონირება  საქართველოთი დაიწყო.

დახვეწილი დიზაინი, მაღალი ხარისხის მომსახურება, ხელმისაწვდომი ფასი, სასტუმროს არაორდინალური ნომრები - ეს MOXY,  Marriott International-ის ქოლგის ქვეშ შექმნილი უახლესი, ექსცენტრიული, ინოვაციური, ბუტიკის კონცეფციის სასტუმროს მიქსია, რომელიც თბილისში რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. 

გვესაუბრება, თბილისი მარიოტის, ქორთიარდ მარიოტ თბილისის, მოქსი თბილისის გენერალური მენეჯერი, კამერონ მაკნილი.

MOXY ულტრათანამედროვე და ინოვაციური ბრენდია, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოზიციონირება  საქართველოთი დაიწყო, რამდენად მიმზიდველი და მზად იყო ამისთვის ქართული ბაზარი?

საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით, მუდმივად იზრდება და ვითარდება. მისი მომხიბვლელი გეოგრაფიული მდებარეობა  მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიო ტურიზმში.  MOXY-ს  ბრენდი ეს არის ის კონცეფია, რომელიც კარგად შეესაბამება საქართველოს ბაზარს. ეს არის ადგილი, რომელიც მუდამ ტურისტების ინტერესს იწვევს.  MOXY  ტურისტებს განსხვავებულ კონცეფციას სთავაზობს. ის ორიენტირებულია თანამედროვე მოგზაურებზე, რომლებიც  არჩევანს ენერგიულ და ექსცენტრიულ ბრენდებზე აკეთებენ. მოგზაურებს ჩვენ ვთავაზობთ კომფორტს და ეს არის ყველაზე მთავარი. რაც შეეხება ფასებს, ის ხელმისაწვდომი და მიმზიდველია ყველასთვის, რაც MOXY-ს პროდუქტს, სხვა ბრენდებისგან განსხვავებით,  მეტ უპირატესობას სძენს ბაზარზე.

მაინც როგორია, ერთი ჩვეულებრივი დღე Moxy-ში, გაგვიმხილეთ   Moxy-ს კონცეფციის ის დეტალი, რომელიც სასტუმროს სხვა ტიპის ბრენდებისგან გამოარჩევს?

MOXY -ში ყველა დღე განსხვავებულია,  შეუძლებელია ის განმეორდეს.  ის  დამსვენებლებს აძლევს გართობისა და შესანიშნავი ქალაქის - თბილისის დათვალიერების  შესაძლებლობას. ეს არის ბუტიკის კონცეფციის სასტუმრო  არაორდინალური დიზაინითა და   ხელმისაწვდომი ფასებით.

ინტერიერის დიზაინში ქართული კულტურის დეტალები და აქცენტები ფიგურირებს, რამ განაპირობა გამოგეყენებინათ  ქართული დეტალები?

მიუხედავად იმისა, რომ MOXY -ს დიზაინი არის საკმაოდ თანამედროვე და არაორდინალური,  მასში შეტანილია ქართული კულტურისა და ხელოვნების  ელემენტები. ეს ყველაფერი და  აქ წარმოდგენილი ადგილობრივი დიზაინები   სტუმრებში,  კიდევ უფრო, დიდ ინტერესს და გაკვირვებას იწვევს.  

რა არის MOXY -ს ძირითადი მახასითებლები,  რაც სასტუმროს სხვა ბრენდებისგან განასხვავებს?

სასტუმროს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი ელემენტები, ეს არის არაორდინალურობა და  კრეატიულობა, რაც შემოსვლისთანავე იგრძნობა.  ასევე  ხელმისაწვდომობა, რაც  მომსახურების ხარისხს შეესაბამება.  კერძოდ, მოხერხებული ადგილმდებარეობა, მყუდრო გარემო,  კეთილმოწყობილი და კომფორტული ნომრები.

დაგეგმილია თუ არა  საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც ოპერირება, როგორიცაა ბათუმი, ქუთაისი და სხვა?

ახლა არ შეგვიძლია ამაზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ ბრენდი საკმაოდ საინტერესოა, ასე რომ, თვალი ადევნეთ მიმდინარე მოვლენებს.

როგორ მიიღებს Moxy-ს კონცეფციას ქართველი მომხმარებელი? რამდენად მზად არიან ისინი ამისთვის?


დიახ, მზად არიან, ჯერჯერობით გამოხმაურება ძალიან კარგია. მოსულმა სტუმარმა უკვე აქცენტი  გააკეთა სასტუმროს არაჩვეულებრივ დიზაინზე, სერვისზე, ადგილმდებარეობაზე და ა.შ.  MOXY - ზუსტად ის მუხტია, რაც თბილისს სჭირდებოდა და ელოდა... ვნახოთ მომავალი რას მოგვიტანს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...