1 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ეროვნული ბიბლიოთეკის ესეების კონკურსი „წიგნიერი “ თიბისი ბანკის მხარდაჭერით წელს რეგიონებშიც ჩატარდება

23 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი „წიგნიერი“  წელს უკვე მეოთხედ ჩატარდება და ელექტრონული წიგნების სახლის  “საბა”  და თიბისი ბანკის მხარდაჭერით პირველად გასცდება  თბილისის ფარგლებს. 

კონკურსში, რომლის მიზანი სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციაა,  X და  XI კლასის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. მათ, სამი შერჩეული ცნობილი ნაწარმოების მიხედვით, კონკურსის დღეს, ესეს დაწერა დაევალებათ.

წელს კონკურსისთვის სამი ნაწარმოები ;  კნუტ ჰამსუნის „შიმშილი“, ალბერ კამიუს „დაცემა“,  და გურამ რჩეულიშვილის „შპილკა“ შეირჩა.

მოსწავლეებმა აღნიშნული წიგნები წინასწარ უნდა წაიკითხონ. ესეს სათაური კონკურსანტებისთვის წერის დღეს გახდება ცნობილი.

„წიგნიერს“, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, წელს ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ წარმოადგენს, რომელიც სამ გამარჯვებულს ელექტრონული წიგნებით დაასაჩუქრებს, ასევე მათ ტექსტებს წიგნის სახით გამოაქვეყნებს saba.com.ge-ზე.  „საბას“ რამოდენიმე ნომინანტი ასევე იქნება კონკურსის ჟიურის წევრი. თიბისი ბანკის მხარდაჭერით კონკურსი პირველად ასევე რეგიონებში - ქუთაისსა და ამბლორაულში ჩატარდება. მასში მონაწილეობის მიღების საშუალება ექნება ნებისმიერ მსურველს , რომელიც კონკურსის პირობებს დააკმაყოფილებს. 

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა  მსურველებმა 16 აპრილამდე  შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა. დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 032 2971618 ან მიწერონ ეროვნული ბიბლიოთეკის facebook გვერდს

ესეების კონკურსი ჩატარდება:

ა) თბილისი - საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა (ლადო გუდიაშვილის 7)

ბ) ქუთაისი - ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა (ლილი ნუცუბიძის 1)

გ) ამბროლაური - მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა (მერაბ კოსტავას 32)

 

კონკურსანტი თავად ირჩევს კონკურსში მონაწილეობის ადგილს.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საზეიმო ღონისძიებაზე 15 მაისს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...