1 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სწრაფი სესხები და ონლაინ გადახდის ტრენდები

სწრაფი ონლაინ სესხების მომსახურება სულ რამდენიმე წელია, რაც ქართულ ბაზარზე დამკვიდრდა. პროდუქტი მალევე გახდა მოთხოვნადი და დღესაც ინარჩუნება პოპულარობას. Online sesxebi მორგებულია მომხმარებლის საჭიროებაზე – მისთვის საჭირო თანხა დროულად მიიღოს, დაზოგოს დრო და არსებული ფინანსური პრობლემა ეფექტურად მოაგვაროს. დღეს, როდესაც ცხოვრების რიტმი აჩქარებულია და საჭირო თანხის სწრაფად მიღებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, სწრაფი სესხების მომსახურება კიდევ უფრო მოთხოვნადი ხდება. რას გვთავაზობს ქართული საფინანსო სექტორი ამ მხრივ და როგორი იქნება სამომავლო ტრენდები?

 

თავდაპირველად ონლაინ სესხების მაქსიმალური ლიმიტი 1500 ლარი იყო, რაც ხშირად არასაკმარისი იყო კლიენტებისთვის. ამასთან, პირველი სესხის ოდენობა გაცილებით ნაკლები იყო, კრედიტორების უმრავლესობა მას შემდეგ ზრდიდა თანხის ოდენობას, რაც მომხმარებლის გადახდისუნარიანობაში დარწმუნდებოდა. დღეისათვის, სესხის აღება უკვე 3000 ლარამდე შეიძლება, რაც ფინანსური პრობლემების მოგვარების არეალს გაცილებით აფართოვებს. შესაბამისად, მომხმარებლებს თანხის მიღება არა მხოლოდ მოულოდნელი სირთულეების მოსაგვარებლად, არამედ გრძელვადიანი მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევადაც შეუძლიათ.

 

ონლაინ სესხების მასშტაბის გაზრდა

თანხის ონლაინ, ინტერნეტით აღება კომფორტულია. ამასთან, სერვისით სარგებლობისთვის არ მოითხოვება დოკუმენტები და კომპანიაში ვიზიტი. ამ მახასიათებლების გამო ბევრი კლიენტი ანიჭებს უპირატესობას მომსახურებას. თუკი აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში იყო შესაძლებელი. დღეს სერვისს ბევრი ბანკიც გვთავაზობს.

 

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მომხმარებლებისთვის უფრო მოქნილი ხდება ონლაინ სერვისებით სარგებლობა, რადგან მომსახურება არ მოითხოვს საფინანსო კომპანიაში ვიზიტს, დაინტერესებულ პირს ნებისმიერი მისთვის სასურველი ადგილიდან შეუძლია თანხის მიღება. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა დროს სჭირდება მომხმარებელს თანხა, რადგან სესხის აღება შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დროს.

 

ონლაინ გადახდის შესაძლებლობა

თუკი ადრე სესხის თანხის გადახდა ბანკში ხდებოდა, დღეს უკვე გადახდის უამრავი არხი არსებობს. ინტერნეტ ბანკი, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, სხვადასხვა საგადახდო ვებგვერდი. მომხმარებელს საშუალება აქვს მისთვის მისაღები არხით დაფაროს თანხა, დაზოგოს დრო და ენერგია.

ციფრული ტექნოლოგიების განვითარება თითქმის ყველა სფეროზე აისახება. მათ შორისაა საფინანსო სექტორი. ბანკები თუ საკრედიტო კომპანიები აქტიურად ნერგავენ ისეთ სერვისებს, რომელიც გამოირჩევა მოქნილობით და სერვისით სარგებლობისთვის არ არის საჭირო ხანგძლივი პროცედურის გავლა. თუკი კლიენტს აქვს საბანკო ბარათი მას უკვე მარტივად შეუძლია გადაიხადოს სესხის თანხა სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტ ბანკის საშუალებით, ან ეწვიოს ნებისმიერ სადაგახდო ვებგვერდს და ისე დაფაროს სესხის პროცენტი. ამასთან ერთად, ბევრ ბანკში შესაძლებელია ავტომატური გადახდის მომსახურებით სარგებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ კლიენტი წინასწარ ირჩევს გადასახადი თანხის ოდენობასა და გადარიცხვის თარიღს, ბანკი კი ავტომატურად რიცხავს მომხმარებლის ანგარიშიდან თანხას.

დღეისათვის, როდესაც საფინანსო სექტორში ბევრი კომპანია ოპერირებს არჩევანის გაკეთება რთულია. განსაკუთრებით, იმ კლიენტებისთვის ვინც ვერ ერკვევა საკრედიტო პროდუქტებში. სწორი არჩევანის გასაკეთებლად აუცილებელია სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლა, ხელშეკრულების დეტალურად გაცნობა და სხვადასხვა შეთავაზების ერთმანეთთან შედარება. კრედი ერთ სივრცეში გაწვდით ფინანსურ ინფორმაციას, რომელიც გიადვილებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას, გეხმარებათ უკეთ გაიგოთ კრედიტორების შეთავაზებები და შეარჩიოთ ისეთი პირობა, რომელიც შეგიმცირებთ ხარჯებს. ეწვიეთ Credy-ს, გაიგეთ რას გთავაზობენ წამყვანი საკრედიტო კომპანიები და დაზოგეთ თანხა სესხის აღებისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...