1 9 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სამსუნგ Galaxy Note 8 საქართველოშია

8 სექტემბერს KING DAVID კომპლექსის ივენთჰოლში გაიმართა სამსუნგ Galaxy Note 8-ის პრეზენტაცია. საღამოს მასპინძელი იყო სამსუნგის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში.   საღამო სადღესასწაულო და ამასთან არაოფიციალურ ვითარებაში წარიმართა. საღამოს ორგანიზატორებმა ძალზე საინტერესოდ და უჩვეულოდ მოახდინეს ახალი ფლაგმანის პრეზენტაცია, რამაც კიდევ უფრო მეტად გაუსვა ხაზი ნოუთის ახალი მოდელის განსაკუთრებულობას და მის მართლაც განუსაზღვრელ შესაძლებლობებს.

სტუმრებს საშუალება მიეცათ თავად გასცნობოდნენ ახალ პროდუქტს სპეციალურად მოწყობილ სადემონსტრაციო ზონაში, სადაც ასისტენტები პირადად უხსნიდნენ მათთვის საინტერესო დეტალებს.

Galaxy Note 8-მ სტუმრების უდიდესი ინტერესი გამოიწვია, ისინი პირველ რიგში აღტაცებაში მოიყვანა ნოუთ 8-ის უაღრესად დახვეწილმა დიზაინმა -  უსაზღვრო ეკრანი, რომელსაც ორივე მხრიდან ამშვენებს მოხრილი გვერდები.

 რაც შეეხება მის შესაძლებლობებს, შეიძლება ითქვას, რომ  Galaxy Note 8-ში ყველაფერია იმისათვის, რომ თქვენ გახდეთ უფრო პროდუქტიული, წარმატებული და შექმნათ ბევრად მეტი. პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა Galaxy Note 8-ის რამდენიმე განსაკუთრებულ მახასიათებელზე, რომლებსაც  სადემონსტრაციო ზონაში დამოუკიდებელი სივრცეები დაეთმო:

ახალი ტექნოლოგიით დამზადებული ორმაგი კამერა ორიენტირებულია სპეციალურად არასაკმარის განათებაზე და სწრაფ ფოკუსირებაზე, ხოლო მეორე - კადრის მოახლოვებაზე და სხვადასხვა ეფექტებით გადაღებაზე. არ აქვს მნიშვნელობა გიწევთ არასაკმარისი განათების პირობებში გადაღება, გნებავთ ლამაზად ფონის გაბუნდოვნება თუ კადრის გადაღება მოძრაობაში, Galaxy Note 8-ის კამერა მაინც შეძლებს თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. მსოფლიოში პირველი ორმაგი სტაბილიზაციის მექანიზმი კი გარანტიას გაძლევთ, რომ ყველა ფოტო თუ ვიდეო იქნება მკვეთრი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია Note სერიის სმარტფონებისათვის განუყრელი აქსესუარი, S Pen, რომელსაც ტექნიკურად ვერც ერთი სხვა სენსორული კალამი ვერ შეედრება.  S Pen ზუსტად ისეთივე მოსახერხებელია, როგორც ჩვეულებრივი კალამი ან ფანქარი და არჩევს 4096 ზეწოლის დონეს.  S Pen-ის საშუალებით შესაძლებელია ნებისმირი ტექსტის თარგმნა, ეკრანიდან ნებისმიერი ფრაგმენტის ამოჭრა და დამუშავება, ჩანიშვნის გაკეთება დაბლოკილ და გამორთულ ეკრანზე, ხოლო თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ხატვით S Pen გახდება თქვენი შემოქმედების წყარო, რისი მოწმენიც გახდნენ საღამოზე მოსული სტუმრები; მათ თვალწინ მხატვარმა გიორგი ტაბლიაშვილმა შექმნა KING DAVID-დან დანახული თბილისის ხედი სწორედ S Pen-ისა და Note 8-ის უსაზღვრო შესაძლებლობების წყალობით. 

საგულისხმოა Galaxy Note 8-ის უსაფრთხოების დონეც. მასში გამოიყენება დღეს დღეისობით ავტორიზაციის ყვეალზე დაცული მექანიზმი, თვალის ფერადი გარსის სკანერი და თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად გამოიყენოთ, თვალის ფერადი გარსის სკანერი, თითის ანაბეჭდის სენსორი და კოდური სიტყვა. დაცულ საქაღალდეში კი შესაძლებელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის, აპლიკაციების, სურათების ვიდეოების ან ნებისმიერი ტიპის ფაილის კოდური სიტყვით ან სხვა მექანიზმით დაცვა, და მასზე წვდომა მხოლოდ თქვენ გექნებათ.

რაც შეეხება მახასიათებლებს, Galaxy Note 8 აღჭურვილია ულტრათანამედროვე 8 ბირთვიანი პროცესორით, რომელიც 10 ნანომეტრიანი არქიტექტურით არის დამზადებული, საოცრად მაღალი წარმადობის მქონე და ენერგოეფექტური Exynos 8895 ნებისმიერი სირთულისა და რაოდენობის ამოცანის შესრულებისათვის არის მზად. Galaxy Note 8-ს აქვს 6 GB ოპერატიული მეხსიერება, 3300 mAh აკუმულატორი, 64 GB შიდა მეხსიერება microSD ბარათის მხარდაჭერით 256 GB- მდე და რაღა თქმა უნდა არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ტექნიკის ბოლო სიტყვა და სმარტფონების განვითარების მწვერვალი არის წყალ და მტვერგაუტმარი IP68 სტანდარტით.

სტუმრებისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ  Galaxy Note 8-ის წინასწარი შეკვეთები დაიწყო 8 სექტემბერს  და გაგრძელდება 28 სექტემბრის ჩათვლით. მათ, ვინც სამსუნგის  ოფიციალურ პარტნიორებთან გააკეთებს წინსაწარ შეკვეთას, საჩუქრად გადაეცემათ Samsung DeX,  უსადენო კლავიატურა და მაუსი - Samsung DeX-ის საშუალებით Galaxy Note8 მარტივად ჩაანაცვლებს პერსონალურ კომპიუტერს. ასევე, წინასწარ შეკვეთის განთავსებისას ყველა მომხმარებელი ოფიციალური გაყიდვების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მიიღებს პროდუქტს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...