2 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ზღვის სეზონს ბათუმი ახალი სასტუმროთი ხვდება

ტერაბანკის მხარდაჭერით ბათუმს კიდევ ერთი ტურისტული ადგილი შეემატა. 101 ნომრიანი სასტუმრო  - სქაი თაუერსი ქალაქის ცენტრში, ხიმშიაშვილის 17 ნომერში გაიხსნა. სასტუმროს ბათუმში ყველაზე დიდი ფიტნესდარბაზი, სპა, დახურული აუზი, ღამის კლუბი და კაზინო აქვს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ბათუმის სტუმრებისთვის  მალე ერთ-ერთ საყვარელ თავშეყრის ადგილად გადაიქცევა.

„სასტუმრო „მეტრო დიზაინის“ მიერ არის დაპროექტებული. შენობის კონცეფცია ძალიან მომხიბვლელი და საინტერესოა. მისი რეკონსტრუქცია ძალიან მოკლე დროში მოხერხდა. სარემონტო სამუშაოები 2016 წლის თებერვალში დავიწყეთ და 2017 წლის მაისში სასტუმრო უკვე გავხსენით. ჯამში 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. სქაი თაუერსის გახსნა ტერაბანკის მხარდაჭერით მოხერხდა“ - რაულ კახაძის, კომპანიის დირექტორის განმარტებით სასტუმროს გერმანული კომპანია - სქაი თაუერსი გაუწევს ოპერირებას, თუმცა სასტუმრო ადგილობრივი კადრებით არის დაკომპლექტებული. ამ ეტაპზე კომპანიაში 90 ადგილობრივი უკვე მუშაობს.

ერთი თვეა რაც სქაი თაუერსი სატესტო რეჟიმში იღებს სტუმრებს, თუმცა საზეიმო გახსნის შემდეგ, რომელსაც ადგილობრივი მთავრობა, ტერაბანკის წარმომადგენლები და სპეციალურად მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, სასტუმრო სრული დატვირთვის სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...