2 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Silk TV კომპიუტერში, სმარტფონში და ტაბლეტზე!

კომპანია „სილქნეტმა“ სატელევიზიო ეთერის ანალოგი - Silk TV აპლიკაცია შექმნა. ტელე-არხების გააქტიურება მობილურ ტელეფონებში, პლანშეტებსა და პერსონალურ კომპიუტერებშია შესაძლებელი. საყვარელი გადაცემების, ფილმების, ახალი ამბების და სპორტული მატჩების თვალის მიდევნება გადახვევა-დაპაუზების რეჟიმით მიმდინარეობს. ჩვენება მაღალხარისხიანი, ნებისმიერ დროს და ადგილას აპლიკაციით სარგებლობა კომფორტულს ხდის ტელე-მაუწყებლობას. 
 
ანდროიდის ან სმარტფონის მოწყობილობებზე აპლიკაციების ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, სრულიად უფასოდ შემდეგი ლინკებით: https://play.google.com/store/apps/details?id=com.qarva.ottplayer&hl=en; https://itunes.apple.com/US/app/id911759740

ასევე, ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე www.silktv.ge აპლიკაციის ჩამოტვირთვის გარეშე პერსონალური კომპუტერებისთვის. 
 
ინტერფეისის სიმარტივე, არხების მრავალფეროვნება, საკუთარი სპორტული თუ გასართობი კონტენტის არსებობა - ეს ის უპირატესობებია, რაც სილქნეტის აპლიკაციას განსაკუთრებულს და მომხმარებლებისათვის მიმზიდველს ხდის. მათ შესაძლებლობა აქვთ არხებით Silk Sport HD 1, Silk Sport HD 2, Silk Sport HD 3 თვალი ადევნონ სპორტულ მოვლენებს, ხოლო Silk კინო ჰოლივუდზე და Silk კინო კოლექციაზე - რეიტინგულ ფილმებს. მით უფრო, რომ ორივე არხზე ახალი ფილმებით განახლება მიმდინარეობს ყოველდღიურად. ასევე ანიმაციების მრავალფეროვნებით გამოირჩევა საბავშვო არხი Silk ქიდსი. ქართულად დუბლირებული მულტფილმები ყველაზე პატარა მაყურებელის ინტერესებზეა მორგებული.

Silk TV აპლიკაციის მინიმალური პაკეტის ყოველთვიური ღირებულება „სილქნეტის“ მომხმარებლებისთვის 2 ლარია, ხოლო ნებისმიერი სხვა მსურველისთვის - 4 ლარი. დეტალური ინფორმაციისთვის მუშაობს 24საათიანი ცხელი ხაზი 2 100 100, სადაც ოპერატორების დახმარებით შესაძლებელია აპლიკაციაზე, სააბონენტო პაკეტებზე მეტი ინფორმაციის მიღება.

სილქნეტის ინოვაციურმა აპლიკაციამ ტელემაუწყებლობა მაღალტექნოლოგიურ და ამავე დროს მოსახერხებელ სერვისად აქცია. მასზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. აპლიკაციის გარდა, SilkTV -ის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სტანდარტული გზით - თბილისსა და რეგიონებში ოპტიკურ და DSL ქსელში ჩართვით (სააბონენტო თვეში 9 ლარიდან), ხოლო სხვა ქსელის მომხმარებლებისათვის ხდება პროდუქტის „Silk ოპტიმას“ ინსტალაცია ( სააბონენტო თვეში 15 ლარი) არსებულ ინტერნეტ ქსელზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...