2 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პაშა ბანკი - საქართველოს აგრო ფორუმი 2015-ის სპონსორი

2015 წლის 19 ნოემბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოს აგრო ფორუმს, რომელიც ტარდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს აგრო პროექტების მართვის სააგენტოს და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის და მხარდაჭერით. ფორუმი, რომლის ორგანიზატორია APK-Inform Agency, ერთ სივრცეში მოუყრის თავს აგრო ინდუსტრიის ორასამდე წარმომადგენელს საქართველოსა და საზღვარგარეთიდან. 

პაშა ბანკისთვის, რომელიც რეგიონალურ კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს მსხვილ და საშუალო საწარმოებს, აგრარული სექტორი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულია ინვესტირების კუთხით. ფორუმის დამსწრეებს ექნებათ საშუალება, განიხილონ კაპიტალდაბანდების შესაძლებლობები, შეხვდნენ პოტენციურ ინვესტორებს და აწარმოონ საქმიანი მოლაპარაკებები. 

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან უცხოური ბიზნესის წარმომადგენლები - აგრო ინდუსტრიის ნედლეულით და ტექნიკით მომმარაგებელი კომპანიები,  საინფორმაციო რესურს-ცენტრები, სოფლის სამეურნეო პროდუქციის იმპორტიორები, ლოგისტიკური კომპანიები, საინვესტიციო ორგანიზაციები აგრო მიმართულებით, საფინანსო ინსტიტუტები და როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების სამთავრობო სტრუქტურები. 

„საქართველოს აგრო ფორუმი მნიშვნელოვან საკომუნიკაციო პლატფორმას ქმნის აგრო ბიზნესის წარმომადგენლებისა და ამ სექტორში ინვესტირების მსურველთათვის. ჩვენი ბანკისთვის საინტერესოა აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა, რადგან ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში აგრო სექტორის მზარდ პოტენციალს ინვესტირების კუთხით.“ - განაცხადა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...