2 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“ბიზნეს კაფე” - კომპანია ინსორსის და პაშა ბანკის ერთობლივი პროექტი

21 ოქტომბერს პაშა ბანკისა და საკონსულტაციო კომპანია ინსორსის ერთობლივი პროექტის, „ბიზნეს კაფეს“ პირველი შეხვედრა გაიმართა. 

პროექტის მიზანია სხვადასხვა კომპანიის მენეჯერების შეხვედრების მოწყობა, სადაც ისინი შეძლებენ წინასწარ განსაზღვრულ საკითხებზე საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის ერთმანეთთან გაზიარებას. პირველი შეხვედრა სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში გაიმართა და მას სხვადასხვა კომპანიიდან მოწვეული სტუმარი დაესწრო. 2015 წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ ერთი მსგავსი შეხვედრის ჩატარება. 

ბიზნეს კაფეს ფორმატის შეხვედრები საქართველოში პირველად ტარდება და ემსახურება ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესების და სიახლეების განხილვას. ყოველ შეხვედრას დაესწრება საშუალოდ ოცამდე სტუმარი და სპეციალურად მოწვეული მოდერატორი, რომელიც წარმართავს შეხვედრის მსვლელობას და ამავდროულად საკუთარ გამოცდილებასაც გაუზიარებს სტუმრებს. 

ბიზნეს კაფეს პირველი შეხვედრის თემა ადამიანური რესურსების მართვას ეხებოდა და მოდერატორად დავით გოგიჩაიშვილი იყო მოწვეული. 

„ინსორსი, როგორც ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, მუდმივად ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ქართული ბიზნესის განვითარებაში.  ბიზნეს კაფე  იქნება მოქმედი მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები შეხვედრის ადგილი, სადაც ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ წარმატებულ გამოცდილებას, სიახლეებს და გაცვლიან მოსაზრებებს, რა შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ,“ - განაცხადა ინსორსის დამფუძნებელმა მედეა ტაბატაძემ. 

„ბიზნეს კაფეს პროექტის განხორციელება არის იმ ძირითადი მიმართულების ნაწილი, რომელსაც პაშა ბანკი საქართველოში დაფუძნების დღიდან იცავს: ეს არის ისეთი ღონისძიებების და პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ეხმარება ქვეყანაში პროფესიულ ზრდას და ბიზნესის განვითარებას. მოხარული ვართ, რომ კომპანია ინსორსთან ერთად მოგვეცა შესაძლებლობა ჩავრთულიყავით ასეთ საინტერესო და სასარგებლო წამოწყებაში,“- განაცხადა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...