2 3 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საერთაშორისო სახლი ინგლისური ენის კურსებს იწყებს

საერთაშორისო სახლში ინგლისურის შესწავლა თანამედროვე მეთოდით მიმდინარეობს. სწავლისას ყურადღება საკომუნიკაციო უნარის განვითარებას ექცევა, გაკვეთილები მიმდინარეობს  დისკუსიების და როლური თამაშების ფონზე, რაც სწავლის პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.

  ინგლისურის შესწავლის მსურველებს უკვე შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია და დაიწყონ ინგლისურის შესწავლა. საერთაშორისო სახლი ახალ სასწავლო კურსს 15- 16 სექტემბერს იწყებს. ცენტრში შესაძლებელია ინგლისურის შესწავლა სხვადასხვა მიმართულებით; ზოგადი ინგლისურის შესწავლა, საერთაშორისო გამოცდებისთვის მომზადება, ბიზნეს ინგლისურის შესწავლა, მომზადება პროფესიულ ინგლისურში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მედიცინა, ჟურნალისტიკა და ფინანსები.

  საერთაშორისო სახლის სტუდენტები თავისუფლად ახერხებენ ინგლისურ ენაზე კომუნიკაციას, რაც მაღალი კვალიფიკაციის ქართველი და უცხოელი მასწავლებლების დამსახურებაა. დაიწყეთ ინგლისურის შესწავლა საერთაშორისო სახლში და შეისწავლეთ ინგლისური ხარისხიანად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები