2 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

IFC და EBRD საქართველოს ბანკის აქციონერები გახდნენ

ჩამოტვირთვა

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ბანკთან თანამშრომლობას აღრმავებენ. ფინანსურმა ინსტიტუტებმა მათ მიერ საქართველოს ბანკისთვის გაცემული სესხების ნაწილის სააქციო კაპიტალში კონვერტირება მოახდინეს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ბანკის კაპიტალის გაძლიერებას, გაზრდის მის კონკურენტუნარიანობას და საშუალებას მისცემს გააფართოვოს ოპერაციები. ორივე სესხი, თითოეული 26 მილიონი მოცულობით , რომლის კონვერტირება IFC-იმ და EBRD- მა მოახდინეს, იმ 200 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების ნაწილია, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა ბანკს 2008 წელს გამოუყვეს. კონვერტირების შედეგა თითოეული საფინანსო ინსტიტუტი, საქართველოს ბანკის 4.58 პროცენტის მფლობელი გახდა. საქართველოს ბანკმა ცოტა ხნის წინ აქციები ლონდონის საფირმო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში განათავსა. ლონდონის საფონდო ბირჟის თანახმად , პრემიუმ ლისტინგში განთავსებული კომპანია, დიდი ბრიტანეთის რეგულირებისა და კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები