2 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თანამშრომლობა ბიზნესის განვითარებისთვის

ჩამოტვირთვა

ახალი ეკონომიკური კურსის პოლიტიკაში ჩართულობა, ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და საგადასახადო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის მეთოდიკა, თავისებურებები და სამსახურში განხორციელებული რეფორმები - ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოს ბიზნესასოციაციამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან შეხვედრისას განიხილა. შეხვედრას ბიზნესმენებთან ერთად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის, გიორგი ობგაიძის განცხადებით, სამსახურის პრიორიტეტული ამოცანა ბიზნეს სექტორთან დიალოგის რეჟიმის გაძლიერება და ბიზნესწრეებიდან წამოსული მოსაზრებების გათვალისწინებაა, რაც მისივე თქმით, სამართლიან, მარტივ და სანდო საგადასახადო სისტემის შექმნას უზრუნველყოფს. საგამოძიებო სამსახურის მიერ შეხვედრაზე წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, უკანასკნელი წლების განმავლობაში მკვეთრად შემცირდა სისხლის სამართლის კოდექსის რიგი მუხლებით გათვალისწინებული ეკონომიკურ დანაშაულებათა რაოდენობა. როგორც ბიზნეს ასოციაციის ბრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა, ბიზნეს ასოციაცია უკვე რამდენიმე წელია წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, შემოსავლების და საგამოძიებო სამსახურებთან. ჭირაქაძის თქმით, სამართლიანი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის ფაქტორი, მარტივი და სამართლიანი საგადასახადო სისტემის არსებობა, რაც მისივე თქმით, ბიზნესის განვითარებას ხელს უწყობს. ბიზნეს სექტორის წამომადგენლები საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობას დადებითად აფასებენ. ვისოლის გენერალური დირექტორის, სოსო ფხაკაძის თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები, ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისთვის სასარგებლოა. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ხელმძღვანელი, ნათია თურნავა მიესალმება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სურვილს, ითანამშრომლოს ბიზნესექტორთან. მისი თქმით, ამ ფორმატის შეხვედრებზე ბიზნეს სექტორისთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებს განიხილავენ. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები