0 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრს მოუსმინეს

ჩამოტვირთვა

დეპუტატებმა დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრს მოუსმინეს. დიმიტრი გვინდაძემ 2012 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებსა და ქვეყნის ფისკალურ პოლიტიკაზე ისაუბრა, რის შემდეგაც კანონმდებლებმა მას შეკითხვები დაუსვეს. საპარლამენტო ოპოზიციამ მინისტრს მთავარ საფინანსო დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები გააცნო. უმცირესობა თვლის, რომ ბიუჯეტში სოფლის მეურნეობისათვის, ჯანდაცვისა და სოციალური სფეროებისთვის თანხები არასწორად არის გაწერილი. „ქრისტიან–დემოკრატების“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ მცირე და საშუალო ბიზნესში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა. ჯონდი ბაღათურიამ კი ქვეყნის საგარეო ვალის გაზრდაზე და ამასთან დაკავშირებულ რისკებზე გააკეთა აქცენტი. გვინდაძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და პენსიების მომატებისთვის, სოფლის მეურნეობის დაფინანსება კი, მინისტრის განცხადებით, 270 მილიონით განისაზღვრა, რაც, წინა წელთან შედარებით, გაცილებით მეტია. მინისტრის პროგნოზით, 2011 წელი, დაახლოებით, წლიური 6-7%-იანი ინფლაციით დასრულდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები