0 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყვარლის გზაზე 6 ადამიანი დაიღუპა

ჩამოტვირთვა

ყვარლის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევას 6 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ რადიო "ჰერეთი" იუწყება. უბედური შემთხვევა გუშინ ღამის სამ საათზე მოხდა. ყვარლის ტბიდან დიდი სისწრაფით მიმავალი "BMW"-ს მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამობრუნდა. შეჯახების შედეგად მანქანაში მყოფი ექვსივე მგზავრი ადგილზე დაიღუპა. ყვარლის რაიონის გამგებლის ლევან გამსახურდიას განცხადებით, შემთხვევა ქალაქთან ახლოს მოხდა. გარდაცვლილთაგან სამი ყვარლის მცხოვრები იყო, ხოლო 3 - სტუმარი. მომხდართან დაკავშირებით ყვარლის პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები