0 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოპოზიციამ ჰიბრიდული სიმინდის მჭადი იგემა

ჩამოტვირთვა

პარლამენტში აგრარული კომიტეტის სხდომამ დღეს ხმაურით ჩაიარა. კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით სოფლის მეურნეობის მინისტრიც გამოვიდა. ბაკურ კვეზერელმა ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის შესახებ მოხსენება წაიკითხა. საპარლამენტო უმცირესობის ნაწილმა სიმინდის პროგრამის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ხმამარლა დააფიქსირა. ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ პროგრამამ მეტწილად არ გაამართლა. ოპოზიციის შენიშვნებს საპარლამენტო უმრავლესობამ უპასუხა. ბაკურ კვეზერელმა სიმინდის პროგრამის წარმატებაზე ისაუბრა და სამომავლო გეგმებიც დასახა. მისი თქმით ახლო მომავალში საქართველო სიმინდის მეზობელ ქვეყნებში გატანასაც დაიწყებს. ამერიკული სიმინდის შესახებ კომიტეტის სხომაზე მისულმა ექსპერტებმა და ფერმერებმაც ისაუბრეს. მათი შეფასებით ახალი ჯიშის დანერგვამ მოსავალი თითქმის გაასამმაგა. სიმინდის პროგრამის განხორციელება 2010 წლის პირველ ნოემბერს დაიწყო. სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, უახლოეს წლებში ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის დათესვა უფრო მეტ ფერმერს შეეძლება. კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციონერ დეპუტატებს ამერიკული სიმინდით მომზადებული მჭადიც გაასინჯეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები