0 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კომპანია „კარტელის“ მიერ შემოტანილმა სიმინდმა ყველა რეკორდი მოხსნა

ჩამოტვირთვა

პირველად საქართველოში სიმინდის მოსავალი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს – დღეისთვის ერთ ჰექტარზე 2,5 ტონა მოსავალი მოდის. კომპანია „კარტლის“ მიერ შემოტანილმა „პიონერის“ სიმინდმა გაამართლა. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანია „კარტლის“ სპეციალისტებმა სიმინდის მოყვანის საერთაშორისო პრაქტიკა ადგილობრივ პირობებს შეუსაბამეს და შედეგად ერთ ჰექტარზე 15–16 ტონა სიმინდის მოსავალი მიიღეს. კომპანია „კარტლის“ დირექტორის რობერტ რევიას განცხადებით, ეს წარმატება „პიონერის“ სათესლე მასალამ და მოსავლის მოყვანის სწორმა ტექნოლოგიამ განაპირობა. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ჰიბრიდულ სიმინდს მსოფლიოს ყველა ქვეყანა თესავს და მათი უმეტესობა „პიონერის“ სათესლე მასალას იყენებს. დღესვე, მედიასთან შეხვედრისას რობერტ რევიამ განაცხადა, რომ 2012 წელს სიმინდი გაცილებით დიდ ფართობზე დაითესება. ის, რომ კომპანია „კარტლის“ მუსაობა საერტაშორისო სტანდარტებს შეესაბამება ქვეყანაში წარმატებულმა პროექტმა ტავისთავად დაადასტურა, ამასთან, ქართული აგრარული ბაზრის ლიდერ კომპანიას ამერიკულმა კომპანია „დიუპონმა“ ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ვაშინგტონში საგანგებო ჯილდო გადასცა. „კარტლისი“ პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დაცვისთვის დაჯილდოვდა განსაკუთრებული ჭარბმოსავლიენობის გამო ქართველი ფერმერები ჰიბრიდული სიმინდის დათესვით ძალიან არიან დაინტერესებულნი, როგორც სახელმწიფოს, ასევე კომპანა „კარტლის“ მხრიდან მათ განსაკუთრებული ხელშეწყობა ექნებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები