1 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის ინვესტიციების საკომისიო დეკემბრიდან იცვლება

საქართველოს ბანკი მუდმივად ორიენტირებულია მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებაზე და ცდილობს, მათ ყოველთვის ახალი ინიციატივები შესთავაზოს. ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და Galt & Taggart-ის ერთობლივი პროდუქტის, „ინვესტიციების“ საკომისიო გადასახადები 1 დეკემბრიდან იცვლება და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება. აქციის ყიდვის დროს საკომისიო ტრანზაქციის 0.3% (მინიმუმ $0.5; მაქს. $10) იქნება. მაგალითად, მომხმარებელი, Tesla-ს $200-ის ღირებულების აქციის შეძენისას საკომისიოს $0.6-ს გადაიხდის.

 

რაც შეეხება ყოველთვიურ საკომისიოს, $2-ის ნაცვლად, $5000-მდე პორტფელზე $0.5 იქნება, უფრო დიდი ზომის პორტფელზე კი მომხმარებელი აქტივების 0.01%-ს გადაიხდის.

 

SOLO და Wealth Management -ის მომხმარებლებებისთვის პლატფორმის გამოყენება სრულიად უფასო გახდება, ანგარიშის გახსნის შემდეგ კი 3 ტრანზაქციას საკომისიოს გარეშე განახორციელებენ.

 

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ინვესტიციები მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში ყველაზე დაბალი საკომისიო შესთავაზოს და ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით ივაჭრონ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Google, Tesla, Microsoft და სხვა. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი, მსოფლიოში მილიონობით ინვესტორს შეუერთდეს და დაიწყოს აშშ-ს საფონდო ბირჟებზე ინვესტირება, რადგან დღესდღეისობით ეს პროცესი საკმაოდ ხელმისაწვდომი და მარტივი გახდა. რაც მთავარია ინვესტირებას მობილბანკის მეშვეობით ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეძლებენ. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და სამომავლოდ მომხმარებლებს არაერთ სიახლეს შევთავაზებთ, რათა ადამიანებს ფულის შენახვისა და დამატებითი შემოსავლის მიღების უფრო მრავალფეროვანი არჩევანი მივცეთ. “, - განაცხადა Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელმა, დავით ნიშნიანიძემ.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის „ინვესტიციები“, ბანკისა და მისი შვილობილი კომპანიის Galt & Taggart-ის მეშვეობით გახდა ხელმისაწვდომი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...