1 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის და თიბისი ლიზინგი მხარდაჭერით სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მე-20 საერთაშორისო გამოფენა იმართება

18-20 ნოემბერს, თიბისის და თიბისი ლიზინგი მხარდაჭერით, გამოფენების ცენტრი ექსპოჯორჯიას ორგანიზებით, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მე-20 საერთაშორისო გამოფენა Agro, Food, Drink, Tech Expo 2022 გაიმართება. გამოფენა მოიცავს მე-11 პავილიონს და გარე სივრცეს, მასში 7 ქვეყნის 70-მდე კომპანია მონაწილეობს.

Agro/Food/Drink/Tech 2022-ზე  წარმოდგენილი იქნება:  სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა, მანქანა–დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები,  სასუქი და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება  და თანამედროვე ტექნოლოგიები.

გამოფენის დასკვნით დღეს 20 ნოემბერს გაიმართება აგრო ბაზარი, ადგილზე დაგხვდებათ სპეციალურად შერჩეული უმაღლესი ხარისხის სასარგებლო და ძალიან გემრიელი პროდუქცია. აგრო ბაზარში მონაწილეობას მიიღებენ თიბისისა და თიბისი ლიზინგის პარტნიორი კომპანიები მთელი საქართველოდან.

ღონისძიების ამ ნაწილის ორგანიზატორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროკავშირთან, გაეროს სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO), აშშ-ის სარეთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამასა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით.

გამოფენის პარალელურად ორი დღის განმავლობაში გაიმართება სოფლის მეურნეობის

დარგის კონფერენცია, რომელზეც განხილული იქნება სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმები და შესაძლებლობები, დაფინანსების ხელმისაწვდომობა და შესაძლებლობები, როგორც კერძო სექტორის, ისე დონორი ორგანიზაციების მხრიდან. 19 ნოემბერს კი გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია EAST FRUIT, რომლის ორგანიზატორები არიან EBRD და FAO.  

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...