1 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ონში „ჭიორა ჰესი“ შენდება

საქართველოს ბანკი ენერგოპროექტების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით ონის მუნიციპალიტეტში, „ჭიორა ჰესი“ შენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 26 მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 20.1 მილიონ დოლარს შეადგენს. ფინანსური რესურსი მთლიანად მოხმარდება ტურბინა გენერატორების შეძენასა და სამშენებლო სამუშაოებს.

 

„საქართველოს ბანკის დახმარებით ჰესის მშენებლობა 2020 წელს დავიწყეთ. ჭიორა ჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას 10 წლის მანძილზე სახელმწიფო შეისყიდის, რომელიც წლის ჭრილში რვა თვის განმავლობაში მოიხმარს, ხოლო 4 თვე ელექტროენერგიის რეალიზაცია თავისუფალ ბაზარზე მოხდება. ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოს ქსელში მოხვდება და მისი მიწოდება, როგორც ინდუსტრიულ/კომერციულ, ისე, საცალო მომხმარებელთან მოხდება. ჰესის სიმძლავრე 17 მეგავატს უტოლდება და გაშვების შემდეგ ქვეყნის წლიური გენერაცია 60 მლნ. კილოვატი საათით გაიზრდება,“ - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, გივი გიგინეიშვილმა.

 

„ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება მზარდია და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ენერგორესურსის საჭიროება დადგება. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ქვეყნისთვის საჭირო პროექტების განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ. დარწმუნებული ვართ, აღნიშნული პროექტი წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში, დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას და ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებას ითვალისწინებს”, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი ბერიანიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...