1 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Domus Georgia-ს საუბრების სერია თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში

5 და 12 ნოემბერს, 17:00 საათზე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში უმასპინძლებს შეხვედრა-დისკუსიას, რომლის ფარგლებშიც ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმები.

 

5 ნოემბერი, 17:00 საათი, ორი ფილმის ჩვენება და დისკუსია:

 „ამერიკული არქიტექტურის პარადიგმები “(Paradigms of American Architecture)  

 წარმოადგენს დოკუმენტური ინტერვიუების სერიას ცნობილ ამერიკელ არქიტექტორებთან და მემკვიდრეობის დაცვის ექსპერტებთან, რომელიც თბილისის არქიტექტურის, დიზაინის და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრმა ჩაწერა ნიუ იორკში, საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით. Take the Step - ბრედ ვოგელი, ნიუ იორკის მემკვიდრეობის დაცვის არქივის დირექტორი, საუბრობს ურბანული მემკვიდრეობის ამერიკულ გამოცდილებაზე, ნიუ იორკის მემკვიდრეობის დაცვის ისტორიაზე, დღევანდელ გამომოწვევებსა და ურბანული მემკვიდრეობის კულტურულ და ეკონომიკურ როლზე ქალაქის განვითარებაში. Architecture of Profound Optimism-ინტერვიუ ცნობილ ამერიკელ არქიტექტორებთან თოდ უილიამსსა და ბილი ჩენთან/Tod Williams & Billie Tsien Architects - ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ არქიტექტურულ წყვილთან, რომლებიც საუბრობენ დიზაინის ფილოსოფიაზე, ღირებულებებზე, სამუშაო პროცესზე, ინსპირაციაზე, არქიტექტურულ განათლებაზე, დროისა და პანდემიის გამოწვევებზე და საკუთარ პროექტებზე.

 

12 ნოემბერი, 17:00 საათი, ფილმის ჩვენება და დისკუსია:

Connecting Audience with the Story - ინტერვიუ ცნობილ ამერიკელ არქიტექტორთან და დიზაინერთან დევიდ როქუელთან/არაერთი ჯილდოს მფლობელი ინტერდისციპლინარული სტუდიოს Rockwell Group-ის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან. დევიდი საუბრობს უნიკალურ გამოცდილებებზე და პროექტებზე რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდა-  დიზაინის საკუთარ  ფილოსოფიაზე, დრამატურგიაზე, მუსიკაზე, საჯარო სიცრცეებზე, გამოწვევებსა და ადამიანებისათვის უკეთესი გარემოს შექმნის ისტორიებზე. 

 

ორივე შეხვედრას გაუძღვება - პროექტის ავტორი, არქიტექტურის დოქტორი, თბილისის არქიტექტურის დიზაინის და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის დამფუძნებელი, Domus Georgia-ს მთავარი რედაქტორი,  ლენა კილაძე

 

დასასწრებად, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge-ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი შეხვედრაზე დასასწრებ ბილეთს გამოგიგზავნით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...