1 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, განაგრძობს პროექტების განხორციელების ხელშეწყობას, განსაკუთრებით რეგიონებში. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, გორის რაიონის სოფელ ორთაშენში, საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა. პროექტის ჯამური ღირებულება 1 000 000 ლარია, ბანკის ინვესტიცია კი 250 000 ლარს შეადგენს, რაც საკალმახე ავზების მოწყობას მოხმარდა.

„ჩვენი მეურნეობა 2 ჰა-ზეა გაშენებული და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საკალმახე ავზების მოწყობა შევძელით, სადაც კალმახთან ერთად ზუთხი და ლოქო გვყავს მოშენებული. ასევე, ვაწარმოებთ ხიზილალასაც. ჩვენი ავზის თევზები სპეციალური საკვებით იკვებებიან. ყოველწლიურად 400 000 ცალი თევზის რეალიზაციას ვახდენთ, როგორც ადგილობრივ, ისე თბილისის მაღაზიებში. ასევე, ვაბარებთ ნახევარფაბრიკატების საწარმოებში. სამომავლოდ ვგეგმავთ თევზის საწარმოსა და რესტორნის აშენებას“, - განაცხადა მცირე მეწარმემ, მერაბ ტატუნაშვილმა.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კიდევ ერთ მეწარმეს, რომელიც გორში საკალმახე მეურნეობას აფართოებს. ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ აგრომიმართულების მხარდაჭერას, რადგან მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და რეგიონის ეკონომიკის განვითარებისთვის. ბანკის მიერ გაცემული ფინანსური რესურსი ეხმარება მეწარმეს, არ გაჩერდეს და აძლევს მოტივაციას, კიდევ უფრო გააფართოვოს  ბიზნესი,  ეს კი რეგიონს მეტად  გააძლიერებს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...