1 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი და GITA ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმების მხარდასაჭერად თანამშრომლობას იწყებენ

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობას იწყებს. ბანკსა და GITA-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ტექნოლოგიური მიმართულებით ბაზარზე არსებული გამოწვევების დაძლევას ისახავს მიზნად.

                                                                                                                   

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, ამ პარტნიორობით, ერთი მხრივ, მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მოძიებას, მეორე მხრივ კი, ქვეყანაში IT პროფესიონალების დასაქმების ხელშეწყობას, კვალიფიციური შრომითი რესურსის შექმნასა და საქართველოში ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერას მოიაზრებს.

 

მემორანდუმის ფარგლებში GITA-ს „3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამის“ წარმატებულ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ საქართველოს ბანკში.  

 

„საქართველოს ბანკის, როგორც ტექნოლოგიური ბანკის, ერთ-ერთი გამოწვევა IT მიმართულებით მაღალკვალიფიციური თანამშრომლების მოძიებაა. სწორედ ამიტომ, ვუერთდებით საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიურ ბაზარზე არსებულ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის მომზადება/დასაქმების პროცესში.  გვინდა ხელი შევუწყოთ 3000 IT სპეციალისტის პროგრამის წარმატებულ მონაწილეებს, დასაქმდნენ ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიაში, როგორიც  საქართველოს ბანკია. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ამ მიმართულებით საინტერესო ინიციატივების მხარდაჭერასა და განხორციელებას“, - აცხადებს საქრათველოს ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონაცემთა მართვის მიმართულების დირექტორი, დავით დავითაშვილი.

 

ციფრული ეკონომიკის განვითარება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაშიც კერძო სექტორის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიო ბანკთან ერთად ჩატარებულმა კვლევებმა დაგვანახა, თუ რამხელა სივრცე იყო მოთხოვნა-მიწოდებას შორის IT ბაზარზე, ამიტომ მიზნად დავისახეთ მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება ყველაზე მოთხოვნად უნარებში და 3000-ზე მეტ ადამიანს მივეცით შესაძლებლობა, ჰქონოდათ უფასო წვდომა ხარისხიან განათლებაზე და საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატებზე. ამის შემდგომ კი, გადავწყვიტეთ, ეს ადამიანები იმ კომპანიებთან დაგვეკავშირებინა, რომლებიც მათი დასაქმებით იქნებოდნენ დაინტერესებულნი და მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბანკი ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ჩაერთო ამ საქმეში“,- განაცხადა ავთანდილ კასრაძემ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...