1 5 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორის ცენტრში სავაჭრო ცენტრი გაიხსნება

საქართველოს ბანკი რეგიონებში პროექტების განხორციელებას და ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია  „ვაკა თრეიდი“ გორის ცენტრში გეგმავს გახსნას სავაჭრო ცენტრი. შენობა 4 სართულზეა განთავსებული და მოიცავს სურსათის მაღაზიებსა და ფინანსური მომსახურების სივრცეს, ქართული და სწრაფი კვების სამი სახის რესტორანსა და ღია სივრცეს. ასევე, სათამაშოების, ტანსაცმლისა და პარფიუმერიის მაღაზიებს. მათ შორისაა ტერასაც. პროექტის ჯამური ღირებულება 8 მლნ ლარს შეადგენს. ბანკის ინვესტიცია კი 2 მლნ ლარია.

 

„სავაჭრო ცენტრის მისიაა, შექმნას ქალაქ გორში მაღალი დონის სავაჭრო ცენტრი, სადაც არა მხოლოდ უცხოელ, არამედ ადგილობრივ სტუმრებსაც ექნებათ შესაძლებლობა,  იშოპინგონ ან გამართონ საქმიანი შეხვედრები. ასევე, სასიამოვნოდ გაატარონ დრო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. სავაჭრო ცენტრის ფართობი 5 000 კვ.მ-მდეა. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვადასხვა ბრენდული მაღაზიების წარმომადგენელებთან“, - განაცხადა სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელმა, დავით ბოჭორიშვილმა.

 

„საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა, განსაკუთრებით რეგიონებში. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გვერდში დავუდგეთ ისეთ ბიზნესს, რომელიც არ ჩერდება და მუდამ განვითარებაზე ფიქრობს. გორში სავაჭრო ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანია, რადგან ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას, ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას სამომავლო გეგმების განხორციელებაში“, - განაცხადა  საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...