1 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკს ახალი ფუნქციონალი - თანხის მოთხოვნა დაემატა

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის საჭიროებებზე ორიენტირებული ბანკი, მუდმივად ცდილობს მათ ინოვაციური სერვისები და პროდუქტები შესთავაზოს. ამჯერად ბანკმა ინტერნეტბანკში ახალი ფუნქციონალი- თანხის მოთხოვნა დაამატა, რომელიც ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, მაქსიმალურად გაიმარტივოს გადახდასთან დაკავშირებული პროცედურები. კონკრეტულად, აკონტროლოს თანხა და გადაამოწმოს ნამდვილად ჩარიცხულია თუ არა გაწეული მომსახურების საფასური, ნახოს თანხის რა ნაწილია ჩარიცხული, ან ჩასარიცხი.

 

პროდუქტის  უპირატესობას ასევე  წარმოადგენს  ის რომ, აღარ არის საჭირო ინვოისის მეილზე გაგზავნა.  კიდევ უფრო გამარტივებულია მიმღების ანგარიშის ნომერთან დაკავშირებული პროცედურა, რადგან  მიმღები მოთხოვნისას თავად უთითებს, რომელ ანგარიშზე სურს განხორციელდეს ჩარიცხვა და გადარიცხვის დავალების ცალკე აკრეფაც აღარ არის საჭირო.

 

„ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვცდილობთ,  ბიზნესს კიდევ უფრო გავუმარტივოთ ყოველდღიური  ბიზნეს პროცესები. ამ  მიზნით კი ვქმნით ახალ, მათ საჭიროებებზე კიდევ უფრო მორგებულ  პროდუქტებსა და სერვისებს. თანხის მოთხოვნა სწორედ ის ფუნქციონალია, რომელიც ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, მარტივად მოითხოვოს თანხა და აკონტროლოს გადარიცხვების პროგრესი. თუკი რაიმე მიზეზით ბიზნესს შეექმნება მოთხოვნილი თანხის გაუქმების საჭიროება, მას აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს უარყოფის ფუნქციით და  დატოვოს კომენტარი მოთხოვნის გაუქმების მიზეზის შესახებ. ეს ბიზნესს უზოგავს დროსა და  ენერგიას“, - განაცხადა ლიკა თავართქილაძემ, საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების მენეჯერმა.

 

მეტი ინფორმაცია ახალი ფუნქციონალის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3QvCoRf

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...