1 5 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

ივნისის ექსპორტის მაჩვენებლები მართალია მხოლოდ მცირედით, თუმცა მოსალოდნელზე მაინც შედარებით სუსტ დინამიკას აჩვენებს. წინა თვისგან განსხვავებით, ზრდა მხოლოდ ფასების და დიდწილად რეექსპორტის ხარჯზე იყო. ასევე, მცირედით გაუარესდა ექსპორტისა და იმპორტის ფასების თანაფარდობა. ამავდროულად, კვლავ მაღალია იმპორტში საინვესტიციო საქონლის წილი, განსაკუთრებით ნავთობის მაღალი ფასის ეფექტის გავლენის შესწორებით, რაც ეკონომიკის მაღალი ტემპით ზრდის მოლოდინებზე მიუთითებს.

 

საკრედიტო აქტივობა ასევე ძლიერი მოლოდინების ინდიკატორია. მაისისგან განსხვავებით, ივნისში უცხოური ვალუტის სესხების ზრდა მცირედით უფრო მეტი იყო, თუმცა ძირითადად კორპორატიული სეგმენტის ხარჯზე, სადაც გრეძლვადიანი პროექტების დაფინანსება სწორედ ვალუტაში დომინირებს. ამავდროულად, მაღალი საპროცენტო დიფერენციალის მიუხედავად, იპოთეკა პრაქტიკულად მთლიანად ლარში გაიზარდა. ასევე აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, სამომხმარებლო დაკრედიტების მიმართულებით უკვე შენელება შეინიშნება.

 

წინა კვირაში ლარის გამყარება ასევე თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისი იყო. ამასთან, კვლავ თიბისი კაპიტალი კვლავ ინარჩუნებს შეფასებას, რომ თუ საერთაშორისო ბაზრებზე დოლარი არ დასუსტდა, მართალია წმინდა სავალუტო შემოდინებები ძლიერი დარჩება, მაგრამ ლარის დამატებით მნიშვნელოვანი გამყარება უკვე ნაკლებ სავარაუდოა და ჭარბი შემოდინებებით უფრო ეროვნული ბანკის რეზერვების შევსება მოხდება. საამისო არგუმენტები ლარის სხვა ვალუტებთან მიმართებით საშუალო კურსი და ჩვენი შეფასებით, ინფლაციის შემცირების მოლოდინია. მართალია, წინა თვეებისგან განსხვავებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსის ივნისის დინამიკა საწინააღმდეგოზე მეტყველებს, თუმცა მხოლოდ ეს ერთი ინდიკატორი არაა საკმარისად დამაჯერებელი იმისათვის, რომ ინფლაციის ნორმალიზებასთან დაკავშირებით თიბისი კაპიტალის შეფასება მატერიალურად შეიცვალოს.

 

იხილეთ პუბლიკაცია სრულად ბმულზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...