1 7 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

ივნისის წლიური ინფლაცია 13.3-დან, 12.8%-მდე შემცირდა, თუმცა, მხოლოდ წინა წლის მაღალი საბაზო ეფექტის გამო, რადგანაც წინა თვესთან შედარებით, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, ივნისში ფასები მაინც მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამავდროულად, საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ფასების შემცირება და ლარის გამყარება იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მომდევნო თვეებში ყოველთვიური ინფლაცია უკვე დაბალი იქნება, რაც თიბისი კაპიტალის აზრით, წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთის შედარებით მეტად შემცირებას გულისხმობს. წლიური ინფლაციის მხრივ, სამიზნესთან დაახლოების მოლოდინი მხოლოდ მომდევნო წელსაა რეალისტური.

 

ბოლო პერიოდში აშშ დოლარი რეგიონის სხვა ვალუტებთან მიმართებით გამყარდა. მიუხედავად ამისა, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, ლარის დამატებით გამყარების, მართალია მხოლოდ მცირე, მაგრამ პოტენციალი კვლავ არსებობს.

 

ევრო/დოლარის წყვილს რაც შეეხება, ახლო პერსპექტივაში პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთულია. სადღეისოდ, სხვა ფაქტორებთან ერთად, ევროს დამატებით დასუსტება ენერგომატარებლების გაზრდილი ფასების გამო ევროზონის სავაჭრო ბალანსის გაუარესებამაც გამოიწვია. თანაც, გლობალური რეცესიის რისკების ზრდა დოლარის მხარდამჭერი არგუმენტია. ამავდროულად, თიბისი კაპიტალის აზრით, უფრო სანდო, საშუალო ვადიანი ინდიკატორები ევროს გამყარებაზე მიუთითებს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ პროციკლური ქცევა შეძლებისდაგვარად იქნას თავიდან არიდებული. საკუთრივ, დოლარის გამყარება უფრო იმაზე მიუთითებს, რომ გარკვეულ პერიოდში ის გაუფასურდება, ვიდრე პირიქით.

 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...