0 1 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ერთი დიდი ოჯახი - სარაგბო კლუბი „სოხუმის“ ახალი ცხოვრება

 

ჩვენი გუნდი ერთი დიდი ოჯახია, - ასე პასუხობენ "სოხუმის“ სპორტსმენები კითხვას, რა აერთიანებთ სარაგბო კლუბში. უკვე 5 წელია სავარჯიშოდაც ამ განწყობით იკრიბებიან. ზუსტად ისე როგორც ოჯახის წევრებს შეეფერებათ, ერთმანეთის გვერდით დგანან და საერთო საქმისათვის თავს არ ზოგავენ. კლუბის შექმნის დღიდან  იცოდნენ, რომ ასე, მხარდამხარ, უფრო დიდ წარმატებას მიაღწევდნენ. მერე რა რომ არ ჰქონდათ გუნდის ფორმა, არც გასახდელი და სკოლიდან ვარჯიშზე მისულებს გამოცვლა ღია ცის ქვეშ უწევდათ. დღეს უკვე კლუბი ახალი აღჭურვილობით ამაყობს. "თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ დახმარებით "სოხუმის“ მორაგბეები მოედანზე შესაბამისი ნომრით და ახალი სპორტული სამოსით გამოვლენ.

"მე მგონი, ახლა უფრო ბევრ შეხვედრას მოვიგებთ. ერთი სული მაქვს თამაშები როდის დაიწყება, რომ მოწინააღმდეგეს ახალი ფორმებით დავხვდეთ“, -  14 წლის ზუზუ (ზუკა გაგუა).

ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი 30-ზე მეტი ბავშვით დაკომპლექტებული გუნდი შემოწირულობებით არსებობდა. ახალ  ფორმაზე ყველა იმ კომპანიის და ადამიანის სახელია დატანილი, ვინც ამ წლების განმავლობაში კლუბს მცირედით მაინც დახმარებია, - სულ 100 შემომწირველი. წლევანდელი გენერალური სპონსორობა კი თავის თავზე „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ აიღო.

"თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ჩაერთვება ყველა აქტივობაში ერთი წლის განმავლობაში. ძალიან გვიხარია, რომ მოზარდების მხარდამჭერები ვართ და მათ სპორტულ განვითარებაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს. განსაკუთრებული შეგრძნებაა, როდესაც ამ ბავშვების გაბრწყინებულ სახეებს ხედავ“  -  ამბობს „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, თამარ  კიკნაძე. 

საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში უნდა მოხვედრა 13 წლის გიგა გვაძაბიას და მიზნის მისაღწევად თავს არ ზოგავს. ზოგი სპორტს გაყვება, ზოგიც სხვა პროფესიის არჩევას აპირებს, თუმცა იციან, რომ რაგბის სულ ითამაშებენ. კონკრეტული მიზეზი აქვს ამ გადაწყვეტილებას და ეს ყველაზე კარგად გუგა კუკავამ ერთი წინადადებით აგვიხსნა, როდესაც გვითხრა, - ეს კლუბი ჩემი გულის ნაწილიაო.  სწორედ ასე, მთელი გულით შეეჭიდნენ გასახდელის მშენებლობასაც, როდესაც "თეგეტა თრაქ ენდ ბასისგან“ დაფინანსება მიიღეს. ხელები დაიკაპიწეს და ხელოსნებთან ერთად, 10 დღეში გამოსაცვლელიც წამოჭიმეს. საჩვენებელი თამაშისთვისაც ახალი ფორმები უკვე ახალ, საკუთარი ხელით მოწყობილ სივრცეში მოირგეს.

"მოკლე, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მივდივართ წინ“, - გვიყვება კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ჯობავა. "იმის მიუხედავად, რომ კლუბის შექმნიდან დღემდე ბავშვებს ხის ქვეშ უწევდათ გამოცვლა, მოტივაცია არ დაგვიკარგავს. ახლა გუნდის ცხოვრებაში სიახლეებია, უფრო დიდი ენთუზიაზმით ვაგრძელებთ ვარჯიშსაც და თამაშებისთვის ვემზადებით,“ - კლუბ "სოხუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ჯობავა.  

გუნდის დამფუძნებლების მთავარი იდეა ბავშვების არა მხოლოდ სპორტული განვითარება, არამედ მოზარდებისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნაა, რაც საბოლოო ჯამში ახალგაზრდების მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. წინ დიდი გეგმებია, - სარაგბო კლუბ "სოხუმის“ პატარა სპორტსმენები ახლა საფესტივალო შეხვედრებისთვის ემზადებიან.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...